მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით საგანელიძე: რკინიგზის 25%-ის გასხვისებაში საფრთხეს ვერ ვხედავ

564db822cd68f
ბიზნესკონტაქტი
19.11.15 15:45
1232
რა ბედი ელის აქტივებს, რომლებსაც საპარტნიორო ფონდი განკარგავს, გაიყიდება თუ არა რკინიგზის 25%-იანი წილი და მომავალში ფონდი რა ტიპის პროექტებში უნდა შევიდეს,-აღნიშნულ საკითხებზე გადაცემა"ბიზნესკონტაქტში'' საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე საუბრობს.

"ამ ეტაპზე, გადასაწყვეტია მართვის საკითხები, დივიდენდები საით მიდის პირდაპირ ბიუჯეტში თუ პირდაპირ ამ სტრუქტურაში მოდის, ეს ერთი ვარიანტი. მეორე, რომ ყველაფერი  დამოუკიდებლად გავიდეს, მასში კითხვა ჩნდება - ახალი სტრუქტურა საიდან ფინანსდება. დღეს საპარტნიორო ფონდი ამ ორგანიზაციის დივიდენდებიდან ფინანსდება, მაგრამ ეს არ არის ფიქსირებული თანხა და ამიტომ დამოკიდებულები ვართ დივიდენდებზე და გვიჭირს შემდეგი წლების დაგეგმვა’’- განაცხადა დავით საგანელიძემ.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოს რკინიგზა ინფრასტრუქტურულ განახლებას საჭიროებს და 25%-ის შესაძლო გასხვისების ალბათობას ხედავს.

"მთავარი ის გახლავთ, რომ საკონტროლო პაკეტი ამ უმნიშვნელოვანესად სტრატეგიული ობიექტის სახელმწიფოს ხელში  იყოს. მთავარი ესაა, თორემ   25 %-ის ფარგლებში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. როცა საქართველოსადმი არის ინტერესი აზია - ევროპის გზაჯვარედინზე დიდი ჰაბის შექმნის, ამას უპირველესად, ჭირდება სერიოზული ინფრასტრუქტურის განვითარება. დღევანდელი ინფრასტრუქურა კი სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ზოგადად მსოფლიო რუკაზე თუ დავხედავთ ტვირთების გადაზიდვის მხრივ არსებობს. რკინიგზას სერიოზული ინვესტირება და რეორგანიზაცია აუცილებლად ესაჭიროება", - აღნიშნავს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.