12.თებერვალი .2016 14:50

დავით საგანელიძე: ჰოსპიტალური მედიცინის რეფორმაში მილიარდ ლარზე მეტი ჩაიდება

views 1156
უკან

სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, სავარაუდოდ თვის ბოლოს გახდება ცნობილი. საპარტნიორო ფონდი ამ ეტაპზე გამარჯვების ერთ-ერთ პრეტენდენტ - "AlphaMedic Consortium"-თან პროექტთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს გადის.

"საქართველოში ეს პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი საზოგადოებითვის, რადგან საქმე ეხება ჰოსპიტალური მედიცინის სერიოზულ რეფორმას. ამ კონსორციუმს წარმოადგენს დაახლოებით 8 კომპანია: ირლანდიური, ინგლისური, თურქული, პორტოგალიური და სხვა, რომლებიც ამ პროექტის სხვადასხვა ნაწილს შეავსებენ", - აცხადებს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე.
 
საგანელიძის თქმით, პროექტი, რომელიც 460 საწოლიან კლინიკაზეა გათვლილი, სამ არსებულ საავადმყოფოს- რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრს და ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს გააერთიანებს. "ცენტრი მუშაობას 2019 წლიდან დაიწყებს. იგეგმება, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო და სხვა ცენტრები არ ამოვარდებიან მუშა გრაფიკიდან, მაქსიმალურად გამოვიყენებთ არასამუშაო პერიოდს, რათა კლინიკები იყოს მუშა მდგომარეობაში", - აცხადებს საგანელიძე.

სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ტენდერის ტექნიკურ მომსახურებას საპარტნიორო ფონდი ახორციელებს, რომელიც შემდგომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანაპარტნიორი იქნება დაფინანსებაში. დავით საგანელიძე ამბობს, რომ დაახლოებით 363 მილიონი დოლარი იქნება პროექტში ჩადებული. მისი თქმით, საქართველოს მხრიდან დაახლოებით 70 მილიონი დოლარის ინვესტირება გაკეთდება, რაც დაახლოებით 450 მილიონი დოლარია.

მთავრობის მიერ გამოცხადებულ სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ინვესტორის გამოსავლენ ტენდერში ინტერესი სამმა კომპანიამ გამოხატა, თუმცა წინადადებები ოფიციალურად ავსტრიულმა "AlphaMedic Consortium"-მა წარადგინა. სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას ეკისრება ვალდებულება, საჯარო და კერძო პარტნიორობის ფორმატში, მოიზიდოს ინვესტიციები და განახორციელოს სამედიცინო კლინიკების განვითარების კონცეფცია.

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა