06.მაისი.2016 14:19
ეკონომიკა

დავით ნარმანია: გასაყიდი მიწის ფასს აუდიტის შეფასების საფუძველზე ვადგენთ

დავით ნარმანია: გასაყიდი მიწის ფასს აუდიტის შეფასების საფუძველზე ვადგენთ
თბილისის მერი ოქროყანაში გაყიდულ 29 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განმარტებებს "ბიზნესკონტაქტთან" აკეთებს. დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიას ინფორმაციის გაცემი კუთხით "დეფიციტი" არ აქვს. მისივე თქმით, ელექტრონული აუქციონი ყველა წესის დაცვით ჩატარდა.
 
"აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ, რომელმაც საწყის დადგენილ ფასზე ცოტათი მეტი ფასი შემოგვთავაზა და შესაბამისად დასრულდა პროცესი და ის გამოცხადდა გამარჯვებულად, პროცედურები სრულად დაცული იყო.

იმ ფაქტს, რომ აუქციონში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, ჩვენ ვერც შევზღუდავდით და ვერც წავახალისებდით“, - განაცხადა ნარმანიამ.
 
რაც შეეხება მიწის ნაკვეთის ფასს, ნარმანიას განცხადეით ტერიტორიის ფასი აუდიტორულმა კომპანიამ გამოავლინა, რომელიც მერიამ ასევე კონკურსის წესით შეარჩია.

"ჩვენ საწყისს ფასს ვადგენთ აუდიტის შეფასების საფუძველზე. ჩვენ მიერ კონკურსში გამოვლენილი აუდიტორული კომპანია აფასებს აუქციონზე გამოტანილ მიწას და საწყის ფასს ადგენს.

მანიპულირება ხდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თავის დროზე კომპანიას უფრო ძვირად ჰქონდა მიწის სხვა ნაწილი ნაყიდი, ამაზე გეტყვით რომ, როცა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინა მომიჯნავე ტერიტორია, მაშინ პირდაპირი მიყიდვის ფორმით მიეცა მას ტერიტორია. ეს სხვა კონფიგურაციის ტერიტორია იყო, ხოლო მიწა რომელზეც ჩვენ გამოვაცხადეთ აუქციონი, არის გარკვეული ნაწილი გაწვანებული ტერიტორია ნაწილი კი ხრიოკი", - განაცხადა ნარმანიამ.

კითხვაზე, იქნებოდა თუ არა ტერიტორიის ფასი გაცილებით მეტი თუ ის ნაწილ-ნაწილ გაიყიდებოდა, ნარმანია პასუხობს, რომ ტერიტორიის მსგავსად გაყიდვა მიზანშეწონილი არ იყო.

"ამ შემთხვევაში ყველა ტერიტორიისთვის ცალკე უნდა დაგვედგინა საინვესტიციო პირობები.

29 ჰექტარი ტერიტორიიდან მხოლოდ 2 ჰექტარზე ხდება განაშენიანება, ანუ კეთდება სასტუმრო. სხვა ნაწილზე ხდება სარწყავი სისტემის გაკეთება, დამატებით უფრო ნოყიერი მიწის შემოტანა და სარეკრეაციო სივრცედ ქცევა. ჩვენ ამ პროექტით მივიღებთ ეკონომიკურად საინტერესო პროექტს", - განაცხადა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ ოქროყანაში 29 ჰექტარი მიწა თანაინვესტირების ფონდმა შეიძინა. ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი მიწის გაყიდვის ფაქტს ხვალ აქციით გააპროტესტებს, რომელიც სოლოლაკში გაიმართება.

26.აგვისტო.2019 13:00
51

2020 წელს სოფლის მეურნეობის სტრატეგიის განსახორციელებლად ორი ახალი უწყების შექმნა იგეგმება

ვრცლად
26.აგვისტო.2019 12:30
37

ბათუმში კოღოებისა და მღრღნელების შესაწამლად 369 000 ლარი იხარჯება

ვრცლად
26.აგვისტო.2019 12:05
73

საპენსიო სააგენტო ფრანგი ექსპერტის კონსულტაციებს იღებს

ვრცლად
26.აგვისტო.2019 11:35
110

რომელი კატეგორიის (A, B) ნებართვებით მოძრაობა სურთ ტაქსის მძღოლებს – გამოკითხვის შედეგები

ვრცლად
26.აგვისტო.2019 11:00
660

რატომ არ ჩანს სატელევიზიო ანძაზე რესტორნის გახსნის მსურველი – მერიის განმარტება

ვრცლად
26.აგვისტო.2019 10:15
304

პრაღაში ქართული მაღაზია იხსნება

ვრცლად