მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით კოდუა, სასტუმრო "საქართველოს" შენობის დაცლისთვის, დევნილთა სამინისტროს მილიონ დოლარს გადაუხდის

56bd83f73ea66
ელენე გოგბერაშვილი
12.02.16 10:59
8360
ბიზნესმენი დავით კოდუა დევნილთა სამინისტროს მილიონ დოლარს უხდის. ბიზნესმენი სასტუმრო "საქართველოს" ყოფილ შენობაში "ჰილტონის" მსოფლიო ბრენდის სასტუმროს გახსნას უკვე 2 წელია გეგმავს, თუმცა პროექტის დაწყება შენობის დევნილებისგან დაცლამდე ვერ ხერხდება.
 
როგორც დავით კოდუა "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, შენობიდან დევნილების გაყვანის ვალდებულება კანონით დევნილთა სამინისტროს აკისრია, თუმცა მათი ალტერანტიული ფართით დაკმაყოფილება უწყებამ ამ დრომდე ვერ მოახერხა. მისი თქმით, "ჰილტონის" ბრენდის სასტუმროს გახსნის ლიცენზიის ვადა იწურება, ამიტომ ის მზადაა სამინისტროს დევნილების გაყვანაში დაეხმაროს. უწყებასთან შეთანხმების მიხედვით, დავით კოდუა დევნილთა სამინისტროსთვის მილიონი დოლარის გადახდას მომავალ კვირაში გეგმავს. უწყება კი ვალდებულია, თანხის გადახდიდან ერთი თვის ვადაში შენობა გაათავისუფლოს.

დავით კოდუას მხრიდან მილიონი დოლარის გადახდის მზაობა "ბიზნესკონტაქტს" დევნილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა დაუდასტურა. მისი თქმით, აღნიშნული თანხა შენობაში დროებით შესახლებული ოჯახების კომპენსაციას მოხმარდება, თუმცა ეს თანხა საკმარისი არ იქნება და უწყება დამატებით დაახლოებით ნახევარ მილიონს გამოყოფს. მინისტრის თქმით, საუბარია 65 ოჯახზე და უწყება მათთვის შენობას უკვე ეძებს.

სამორინე "საქართველოს" შენობაში "ჰილტონის" ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი დოლარია.