30.იანვარი.2016 16:20
ეკონომიკა

დავით გზირიშვილი: ჯანდაცვაზე ხელმისაწვლომობა, არ ნიშნავს, რომ ერი ჯანმრთელი იქნება

დავით გზირიშვილი: ჯანდაცვაზე ხელმისაწვლომობა, არ ნიშნავს, რომ ერი ჯანმრთელი იქნება
"საქართველო ჯანდაცვაზე ბევრად ნაკლებს ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე სხვა ქვეყნები", - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის სპეციალისტმა, დავით გზირიშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. გზირიშვილი თვლის, რომ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ერის ჯანმრთელობას არ ნიშნავს. „ხელმისაწვდომობა უხარისხო მომსახურებაზე უკეთეს ჯანმრთელობას ნიშნავს?“, - ამბობს დავით გზირიშვილი.
 
„რისთვის ხარჯავს სახელმწიფო ფულს?, - თუ საბიუჯეტო კანონს ავიღებთ, საკმაოდ მკაფიოდ წერია, რომ სახელმწიფო ფულს იმიტომ ხარჯავს, რომ ხელმისაწვდომობა გაზარდოს. შეიძლება ამ მსჯელობებში საერთოდ დაგვავიწყდეს რისთვის არის ჯანდაცვის სექტორი. ჯანდაცვის სისტემის დანიშნულება არის ის, რომ ერი უფრო ჯანმრთელი იყოს. ამ მსჯელობებში, ამ კითხვის გარშემო საუბრებს ვერ ვხედავ. ხელმისაწვდომობა ტექნიკური დეტალია. ჯანმრთელობა კი უფრო მნიშვნელოვანი ფენომენია. ანუ ჩვენ საკვებს იმიტომ ვყიდულობთ, რომ ხელი მიგვიწვდეს, თუ იმისთვის, რომ არ ვიყოთ მშიერი. თუ ქვეყანა ორჯერ მეტ ფულს დახარჯას, ჩვენ ორჯერ უფრო ჯანმრთელი ვიქნებით, - ასეთი რამ არ არსებობს.

ჩვენ ბევრად ნაკლებს ვხარჯავთ, ჯანდაცვაზე ვიდრე სხვა ქვეყნები. შეგვიძლია 800 მილიონი ჯანდაცვას მივცეთ და აქედან 571 მილიონი საყოველთაო ჯანდაცვისთვის გამოვყოთ, მომავალ წელს ეს თანხა შეიძლება გავზარდოთ და 700 მილიონი გამოვყოთ და ამით რას მივიღებთ? სამწუხაროდ მკაფიოდ არ არის ნათქვამი ამისგან რას ველოდებით. მე შემიძლია პროვოკაციული შეკითხვა დავსვა - ხელმისაწვდომობა უხარისხო მომსახურებაზე უკეთეს ჯანმრთელობას ნიშნავს? ჩვენ რომ ორჯერ მეტი უხარისხო საკვები მოვიხმაროთ, უფრო კარგად ვიგრძნობთ თავს? ხელმისაწვდომობის გაზრდა თვითმიზანი არ უნდა იყოს.

ათჯერ მეტი ფული რომ დახარჯოს სახელმწიფომ და ყველანაირ გამოკვლევაზე რომ მიმიწვდებოდეს ხელი, ეს არ ნიშნავს, რომ ერი ჯანმრთელი იქნება“, - განაცხადა გზირიშვილმა.

20.ივნისი.2019 21:20
231

"ნათია თურნავას აქვს შანსი, რომ იყოს მაგარი მინისტრი" <Video>

ვრცლად
20.ივნისი.2019 20:00
239

ივლისის დასაწყისში საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები საქართველოში ჩამოვლენ

ვრცლად
20.ივნისი.2019 18:59
166

Nexia TA-მ Nexia International-ის ინტერ-რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა

ვრცლად
20.ივნისი.2019 18:00
382

"საპენსიო სისტემას ძირითადად კერძო სექტორში დასაქმებულები ტოვებენ"

ვრცლად
20.ივნისი.2019 17:57
558

„მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდი დარტყმის ქვეშ დააყენა“

ვრცლად
20.ივნისი.2019 17:20
1217

თემურ ჭყონია: კალაძე მაგარი მერია.. დედას ვფიცავარ <VIDEO>

ვრცლად