მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ბაქრაძე: ირაკლი კობახიძეს მოვუწოდებთ, რომ გადადგეს

5d0b5f5f5d26f
BM.GE
20.06.19 14:24
624
„პარლამენტის თავმჯდომარეს კობახიძეს მოვუწოდებთ, აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტზე და გადადგეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, თუ ირაკლი კობახიძე არ გადადგება, ოპოზიცია მისი იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებს.

„ის, რაც ვიხილეთ პარლამენტის პლენარულ დარბაზში, სცილდება ყოველგვარ ზღვარს რაციონალური პოლიტიკის, პარტიული სიმპატიებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის, ჩვენი ინსტიტუტების და ეროვნული თავმოყვარეობის ფეხქვეშ გათელვას. დღეს ვიხილეთ ოკუპანტი სახლემწიფოს დუმის წევრი, ადამიანი, რომელმაც ხმა მისცა აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობას, დღეს ვიხილეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას, რომელმაც რუსულ ენაზე წაიყვანა სხდომა.

ამიტომ პარტია „ევროპული საქართველოს“ და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით მიგვაჩნია, რომ ამ ფაქტს უმაღლეს დონეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება უნდა მოჰყვეს. პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ კობახიძეს მოვუწოდებთ, აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტზე და გადადგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ის ამას არ გააკეთებს, ჩვენ დავიწყებთ ოფიციალური იმპიჩმენტის პროცედურას და დარწმუნებული ვარ, ამას მივიყვანთ ბოლომდე. თუმცა იმისთვის, რომ არ გაიწელოს ეს პროცესი, მოვუწოდებთ მას, თავად გადადგას ეს ნაბიჯი და მოწმინდოს სირცხვილი, რომელიც ყველამ ერთად ვიხილეთ დღეს საქართველოს პარლამენტში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

წყარო: IPN