15.მაისი.2019 15:31
ეკონომიკა

„დაურეგულირებელი მონოპოლია არ არის კარგი საქმე“ - ქობულია გაზის კორპორაციაზე

„დაურეგულირებელი მონოპოლია არ არის კარგი საქმე“ - ქობულია გაზის კორპორაციაზე
ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ნავთობისა და გაზის კორპორაციის რესტრუქტურიზაციის და ნაწილობრივ პრივატიზაციის პროექტი ინიცირებულია.

ამის შესახებ ქობულიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„არაფერი არ მოხდება რომ თბოელექტროსადგურები ნაწილობრივ პრივატიზებული იყოს. ის მაინც რეგულირებულ სფეროდ დარჩება“, - აცხადებს ქობულია.

ყოფილმა მინისტრმა კომერციული სეგმენტის კლიენტებისთვის ალტერნატიული შეთავაზების შესაქმნელად „გაზპრომთან“ ხელშეკრულების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ სეგმენტში ერთი მიმწოდებლის არსებობა მონოპოლიის ნიშნებს აჩენს.

„გაფორმდა ხელშეკრულება „გაზპრომთან“ გაზის შემოტანაზე კომერციული სეგმენტის კლიენტებისთვის ალტერნატიული შეთავაზების შესაქმნელად. ბევრი ლაპარაკი იყო ამაზე. საქართველოსთვის ძირითადი გაზის მომწოდებელი, რა თქმა უნდა, ყოველთვის აზერბაიჯანი დარჩება. რატომ? იმიტომ, რომ ეს უბრალოდ გეოგრაფიულად და ლოგიკურად ძნელი წარმოსადგენია, რომ სხვანაირად იყოს. აზერბაიჯანი აქვეა, მათი გაზი გადის მხოლოდ საქართველოზე, სხვანაირად გაზს ვერ გაიტანენ თავისი ქვეყნიდან პრაქტიკულად. რა თქმა უნდა, ის არის ჩვენთვის ბუნებივი პარტნიორი გაზის მოხმარებაში.

რა საკითხი იყო „გაზპრომთან“ და ალტერნატივის შექმნასთან დაკავშირებით?  - წლების მანძილზე რატომღაც საქართველოს ჰყავს კომერციულ სექტორში ერთი მომწოდებელი და ეს სექტორი არ არის დარეგულირებული. ერთი მომწოდებელია და კომერციულ სექტორს იმ ფასად აწვდიან გაზს, რა ფასიც უნდათ. კითხვა არავის გასჩენია, რომ ეს ხდებოდა წლების მანძილზე? ასე იყო ამ მთავრობის და წინა მთავრობის პერიოდში. ერთი კომპანიაა და ის წყვეტს, რა ფასშიც უნდა, იმ ფასში მიაწოდოს. სხვა გამოსავალი არ აქვს კომერციულ სექტორს, რომ სხვისგან იყიდოს. ეს საკითხი არის მოსაგვარებელი ან უნდა შეიქმნას კონკურენცია ან თუ ეს მონოპოლიაა, უნდა იყოს რეგულირება. დაურეგულირებელი მონოპოლია, მე მგონი, არ არის კარგი საქმე“, - აცხადებს ქობულია.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

27.მაისი.2019 09:00
33

დღეს, პარლამენტში, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი სტუდენტებს შეხვდება

ვრცლად
26.მაისი.2019 22:03
110

გაფიცულ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

ვრცლად
26.მაისი.2019 21:10
307

რას გულისხმობს ქუთაისის ბრენდინგი? – გეგმები იმერეთში

ვრცლად
26.მაისი.2019 20:00
184

რევაზ ვაშაკიძე: სოფლის მეურნეობაში უნდა შეიქმნას ფუნდამენტი – ხორბალი და მარცვლეული

ვრცლად
26.მაისი.2019 19:40
638

თორნიკე რიჟვაძე: წლის ბოლომდე გადაწყდება, ბათუმში აეროპორტი გაფართოვდება, თუ ახალი აშენდება

ვრცლად
26.მაისი.2019 19:15
166

რა სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს

ვრცლად