12.ივლისი .2019 11:05

DataFest Tbilisi 2019 - საქართველო რეგიონის ყველაზე დიდ მონაცემთა ფესტივალს უმასპინძლებს

views 272
უკან

აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi, მესამე და ყველაზე მასშტაბური გამოშვებით ბრუნდება.

DataFest Tbilisi 2019 14-16 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჩატარდება.


რა არის DataFest Tbilisi?

ეს ადგილია, სადაც მონაცემთა მეცნიერები, ჟურნალისტები, მარკეტერები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, ხელისუფლების წარმომადგენლები, დეველოპერები და დიზაინერები სამი დღის განმავლობაში ერთად იკრიბებიან, რათა მოუსმინონ გამოსვლებსა და ვორქშოფებს, გაეცნონ უახლეს ტენდენციებს მონაცემთა კომუნიკაციის ინდუსტრიაში.

DataFest Tbilisi დინამიკური, მეგობრული ღონისძიებაა, რომელიც უკვე მესამე წელია, თავს უყრის ტექნიკური და არატექნიკური კომპეტენციის მქონე ასობით მონაწილეს.

ვინ არიან DataFest-ის სპიკერები?

ფესტივალის აუდიტორიის წინაშე არაერთი სპიკერი წარსდგება. გასული ორი წლის განმავლობაში, DataFest-ს 80 მაღალი დონის მომხსენებელი და ტრენერი ეწვია 20 სხვადასხვა ქვეყნიდან. ისინი წარმოადგენდნენ ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა Google, Facebook, Amazon და 30 სხვა გლობალური კომპანია. ფესტივალის გუნდი სპიკერების ვინაობას მალე გაასაჯაროებს.

რა თემები განიხილება DataFest Tbilisi 2019-ზე?
- მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი
- მონაცემები და ფინანსური ტექნოლოგიები (FinTech)
- მონაცემები ბიზნესისა და მარკეტინგისთვის
- მონაცემები და კიბერუსაფრთხოება
- ღია მონაცემები და მონაცემებზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება
- ამბის თხრობა მონაცემებით
- მონაცემთა ვიზუალიზაცია
- მონაცემები ადამიანის უფლებებისთვის
- მონაცემთა სტარტაპები
- მონაცემები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის (SDG)
- მონაცემები მედიცინასა და ჯანდაცვაში
- მონაცემები ჭკვიანი ქალაქებისთვის (Smart cities)

DataFest Tbilisi 2019-ის ორგანიზატორები არიან ForSet, Tbilisi Startup Bureau და MaxinAI

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა