მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანიაში "ჭკვიანი შუქნიშნები" ველოსიპედისტებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს უპირატესობას მიანიჭებს

56cd8ed10cf8b
BM.GE
24.02.16 14:05
2474
დანიის დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, ქალაქში არსებული შუქნიშნები ველოსიპედით მოსარგებლეებისთვის უფრო მეტად მოსახერხებელი გაეხადა.
 
სპეციალურად ველოსპედისტებისთვის ადაპტირებული, "ჭკვიანი შუქნიშნების" დასამონტაჟებლად 8,9 მილიონი დოლარი დაიხარჯება. ჯამში კოპენჰაგენში 380 შუქნიშანი დამონტაჟდება, რომლებიც მოძრაობისას ავტობუსებსა და ველოსიპედებს მიანიჭებენ უპირატესობას. ავტობუსები ინფორმაციას გადასცემენ "ჭკვიან შუქნიშნებს" თავიანთი ადგიმდებარეობის, მგზავრების რაოდენობასა და შეფერხებების შესახებ.

10 შუქნიშანი სატესტო რეჟიმში უკვე დამონტაჟდა, შედეგად კი ავტობუსებმა პიკი საათების პერიოდში საშუალოდ 2 წუთი დაზოგეს.

კოპენჰაგების ცენტრალურ ქუჩებში ველოსიპედებისთვის ე.წ. "მწვანე ტალღები" უკვე შექმნილია. ველოსიპედის მომხმარებლებს, საათში 20 კმ. სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში, შუქნიშანზე გაჩერება არ მოუწევთ.

საპილოტე პროექტი ველოსიპედისტების რაოდენობის განსაზღვრასაც ახდენს. თუ შუქნიშანთან ხუთზე მეტი ველოსიპედისტი იდგება, შუქნიშანი მწვანედ აინთება მანამ, სანამ ბოლო ველოსიპედისტი არ გაივლის.

"მოწყობილობები მოძრაობის დაჩქარებას ხდის შესაძლებელს, ამის შედეგად კი ბევრი ადამიანი გადაადგილებას მაქსიმალურად მოკლე დროში შეძლებს და გარემოს მინიმალურ ზიანს მიაყენებს", - განაცხადა ქალაქის ვიცე-მერმა, მორტენ კაბელმა.