05.აპრილი.2016 11:21
საფინანსო სექტორი

დამატებითი დანახარჯები, რომელიც ავტომობილის სესხით შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ

დამატებითი დანახარჯები, რომელიც ავტომობილის სესხით შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ
ქართული საბანკო სექტორი მრავალფეროვან სასესხო პროდუქტებს გვთავაზობს. ერთ-ერთი მათგანია ავტოსესხი. თუ გვსურს ახალი, ან მეორადი ავტომობილის შეძენა და გვაქვს შესაბამისი შემოსავალი, შეგვიძლია ვისარგებლოთ კონკრეტული მიზნობრივი სესხით. ავტოსესხი გაიცემა, როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში. იმისთვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს ამ პროდუქტით სარგებლობა საჭიროა მისი შემოსავალი მინიმუმ 300 ლარს შეადგენდეს. ზოგიერთი ბანკის შემთხვევაში კი მინიმალური შემოსავლის რაოდენობა 300 ლარს უნდა აღემატებოდეს.ზოგადად, კრედიტის უზრუნველყოფას შეძენილი ავტომობილი წარმოადგენს და სესხის სრულ დაფარვამდე მასზე ბანკის გირავნობა რჩება. სესხის ვადა თითოეული მომხმარებლის შემთხვევაში ინდივიდუალურად განისაზღვრება. თუმცა, მაქსიმალური ვადა, რასაც ბანკები გვთავაზობენ 120 თვეა. ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი სესხის შემთხვევაში, ავტოსესხსაც თან ახლავს დამატებით დანახარჯები, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ:

• სესხის დამტკიცების საკომისიო (საშუალოდ სესხის თანხის 1.00%)

• მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა

• ავტომობილის დაზღვევა (ავტომობილი სავალდებულო წესით იზღვევა, ხოლო დაზღვევის თანხა ავტომობილის ღირებულებიდან და შეძენილი პაკეტიდან გამომდინარეობს)

• თანამონაწილეობა

ავტოსესხით სარგებლობისთვის ასევე შესაძლებელია ავტომობილის ნაცვლად უზრუნველყოფაში წარმოვადგინოთ უძრავი ქონებაც.

სანამ ამ პროდუქტით ვისარგებლებთ, უნდა გავითვალისწინოთ იმ მანქანის წლოვანება, რომლის შეძენასაც ვაპირებთ. აქაც ბანკების მიერ შემოთავაზებული პირობები სხვადასხვაა. პირობითად, თუ ჩვენს მიერ შერჩეული მანქანის გამოშვების წელი არის 1998 წელი, შესაძლოა ზოგიერთმა ბანკმა არ დაგვიმტკიცოს აღნიშნული სესხი.

ბანკები სხვადასხვა ავტოდილერთან თანამშრომლობენ, შესაბამისად, თუ მომხმარებელი კონკრეტული ბანკის პარტნიორ კომპანიას მიმართავს შესაძლებელია ისარგებლოს შეღავათიანი პირობებით.

საზოგადოება და ბანკები
ავტორი: ანა ბეროშვილი

19.ივლისი.2019 12:50
296

"სამომხმარებლო სესხების რაოდენობა თვიდან-თვემდე მნიშვნელოვნად იკლებს"

ვრცლად
18.ივლისი.2019 12:26
271

სებ-ი ADB-ის მიერ ლარის ობლიგაციების გამოშვებას მიესალმება

ვრცლად
18.ივლისი.2019 11:47
90

საბკულტურა - ღია სივრცე წიგნის მოყვარულთათვის

ვრცლად
17.ივლისი.2019 16:00
729

თამაზ გიორგაძის დაფუძნებულ Raisin-ში Goldman Sachs-მა €25 მნლ ჩადო

ვრცლად
17.ივლისი.2019 13:07
52

"ბაზისბანკმა" აღმაშენებლის გამზირზე განახლებული სერვისცენტრი გახსნა

ვრცლად
16.ივლისი.2019 20:44
483

მირკოსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარი მცირდება

ვრცლად