24.აპრილი.2019 20:43
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

„დაკრედიტების შენელება მნიშვნელოვანი რისკია, თუმცა ძლიერი ფისკალური სტიმულია მოსალოდნელი“

„დაკრედიტების შენელება მნიშვნელოვანი რისკია, თუმცა ძლიერი ფისკალური სტიმულია მოსალოდნელი“
“2019 წელს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4,7%-დან 5,4%-მდე იქნება“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" განუცხადა, სადაც "თიბისი ბანკის" ეკონომისტების მიერ მომზადებული მაკროეკონომიკური  მიმოხილვის პრეზენტაცია გაიმართა. 

„თიბისი ბანკის“ ეკონომიკური გუნდის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში მაღალი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი.

ამასთან, მათი შეფასებით, წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი დამოკიდებული იქნება მათ შორის დაკრედიტების ზრდის დონეზეც.

კერძოდ, როგორც TBC ბანკის ეკონომისტების მიერ მომზადებულ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული, თუ წელს დაკრედიტება 15%-ით გაიზრდება, შესაბამისად, მშპ-ის ზრდის ტემპი 5.4%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო 12%-იანი ზრდის შემთხვევაში კი, ეკონომიკა 4.7%-ით გაიზრდება.

„თიბისი ბანკის“ ეკონომისტები 2019 წელს დაკრედიტების შენელებას ერთ-ერთ რისკად ასახელებენ, მაგრამ ძლიერი ფისკალური სტიმულების მოლოდინი აქვთ.

საბანკო სექტორის მოსალოდნელი ზრდის ტემპებზე გადაცემა „საქმის კურსში“ ვრცლად ისაუბრა TBC ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ.

მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის დაკრედიტების ზრდის ტემპს აქტიურად აკვირდება და თუ ზრდა 10%-ს ჩამოცდა, ეროვნული ბანკი მარეგულირებელ ჩარჩოს, დიდი ალბათობით, გადახედავს.

„ეროვნული ბანკი ძალიან აქტიურად აკვირდება დაკრედიტების ზრდის ტემპს და თუ საჭირო გახდა, ისინი მზად არიან, გადახედონ მარეგულირებელ ჩარჩოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2019 წელს საბაზო სცენარით დაკრედიტების ზრდის ტემპი იქნება დაახლოებით, 10%-15%-ის ფარგლებში. რა თქმა უნდა, არაიპოთეკური სეხების ზრდის ტემპი უფრო შემცირდება; იპოთეკას რაც შეეხება, ვფიქრობთ, რომ 20%-ის ფარგლებში გაიზრდება. რაც შეეხება ბიზნეს დაკრედიტებას, როგორც მოგეხსენებათ, 2018 წელი ძალიან ძლიერი, პიკური წელი იყო ბიზნესის დაკრედიტების კუთხით, ეს გამოწვეული იყო იმ ფაქტორით, რომ 2017 წელს დაიწყო ძლიერი ეკონომიკური ზრდა და როცა იწყება ასეთი ზრდა, შემდეგ ერთგვარი დროითი ჩამორჩენით იწყება პიკური დაკრედიტება, განსაკუთრებით კორპორატიული სექტორი არის, რა თქმა უნდა, მგრძნობიარე ამ ციკლების მიმართ და ამიტომ ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებით კორპორატიულ სექტორში და მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში ზრდის ტემპი ასევე დაიკლებს, რაც უფრო ნორმალიზებაა ანუ ძალიან მაღალი ზრდის შემდეგ რაც იყო 2017 წელს, ვიდრე ასე ვთქვათ, დაკრედიტების შემცირება. ჯამში, სასესხო პორტფელის 10%-15%-ით ზრდა არის ის მაჩვენებელი, რომელიც იქნება 2019 წელს. ჩვენ ვფიქრობთ, თუ გამოიკვეთა, რომ სესხების ზრდის ტემპი 10%-ზე ნაკლებზე გადის, დიდი ალბათობით მარეგულირებელი ჩარჩო შეიცვლება“, - განაცხადა ნადარაიამ.

ავტორი: ანუკა ჯოხაძე

22.მაისი.2019 17:25
28

ლევან სურგულაძის მოადგილე ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლებს შეხვდა

ვრცლად
22.მაისი.2019 17:15
152

ხუდონი, ნამახვანი, ხადორი3... - 115 ჰესი, რომელთა ამუშავებას მთავრობა 2027 წლის ჩათვლით ელოდება

ვრცლად
22.მაისი.2019 17:05
18

აკაკი საღირაშვილმა BSEC-ის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ვრცლად
22.მაისი.2019 16:46
34

26 მაისის აღსანიშნავად, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტები სადღესასწაულოდ გაფორმდა

ვრცლად
22.მაისი.2019 16:30
159

აღრიცხვის ახალი სისტემა ბუნებრივი გაზის სექტორში - რა იცვლება კომპანიებისთვის?

ვრცლად
22.მაისი.2019 16:10
95

„კენტ წლებში, როცა ფეხბურთის ჩემპიონატები არაა, საზმაუს შემოსავლები უფრო ნაკლებია“

ვრცლად