მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაინტერესებულები ვართ, რომ სწორედ ანაკლიის კონსორციუმმა მოიზიდოს დაფინანსება"

5ce42841b87fe
ლიკა გურაბანიძე
21.05.19 23:20
787
„ჩვენ რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან არსებული შეთანხმების შენარჩუნების სურვილი არ გვქონოდა, მათთან არსებულ ხელშეკრულებას არაერთხელ არ გავახანგრძლივებდით,“ - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ საუბრისას განაცხადა.

„დღევანდელი და წინა შეხვედრა იმის დასტურია, რომ იმ მოთხოვნების განხილვა ხდება, რომელიც უშუალოდ ამ კონკრეტულ საინვესტიციო ხელშეკრულებას ეხება.
შესაბამისად, ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ სწორედ ამ კონკრეტულმა ინვესტორმა მიაღწიოს ფინანსურ დახურვას ანუ მოიზიდოს დაფინანსება და სწორედ ეს კონკრეტული ინვესტორი იყოს ამ პროექტის წარმატებულად განმახორციელებელი“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

როგორც ცნობილია, დღეს, ჯერ - ფინანსთა სამინისტროში, შემდეგ კი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მთავრობას, კონსორციუმსა და დონორ საფინანსო ინსტიტუტებს შორის სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

დღის განმავლობაში მაია ცქიტიშვილმა არაერთხელ გაიმეორა, რომ სახელმწიფო საკუთარ თავზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კომერციული რისკების დაზღვევას არ აიღებს.

მინისტრის თქმით, ინვესტორმა და ბანკებმა უნდა იპოვონ შესაბამისი მექანიზმები, რათა რისკების დაზღვევა სახელმწიფოს ჩართვის გარეშე მოხდეს.