19.აპრილი.2016 16:51
ბიზნესი

დაცვის კომპანიებმა დაცვის პოლიციას სასამართლოში უჩივლეს

დაცვის კომპანიებმა დაცვის პოლიციას სასამართლოში უჩივლეს
არასამთავრობო ორგანიზაცია "კონკურენციის ცენტრმა" დაცვითი კომპანიების მიმართვის შემდეგ, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დაახლოებით ორი კვირის წინ შეიტანა. ისინი იმ ნორმების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც დაცვის პოლიცია კერძო დაცვითი კომპანიების კონტროლს და ამავდროულად, კერძო დაცვით საქმიანობას ახორციელებს. კომპანიები ამბობენ, რომ დაცვის პოლიციის საქმიანობით მათ პრობლემები ექმნებათ და დაცვის პოლიცია ბაზარზე დომინანტურ ადგილზე იმყოფება. თემაზე “ბიზნესკონტაქტთან“ კერძო დაცვის კომპანიის United Security-ს დამფუძნებელი დავით მუმლაძე საუბრობს.
 
- ბატონო დავით, რატომ ითხოვთ არაკონსტიტუციურად იქნას ის ნორმები მიჩნეული, რომლის მიხედვითაც, კერძო დაცვით საქმიანობას ახორციელებს დაცვის პოლიცია და ამავე დროს?

- დაცვის ბიზნესის პრობლემების საკითხი რამდენიმე რაკურსით უნდა განვიხილოთ. პირველი არის საკითხის კონსტიტუციურობა, რომელზეც ისეთი დისკრიმინაციული მდგომარეობაა, რომელსაც დღევანდელი კანონმდებლობა და საკანონმდებლო სივრცე ქმნის უცნობია, მეორეა - თვითონ არსებული, მძიმე კანონის იმპლემენტაცია. დაცვის პოლიციის მხრიდან თამამად ვიტყვი, რომ კონკრეტული თანამშრომლების თვითნებობა ყოველგვარ საზღვრებს სცდება. განსაკუთრებით ფაქიზი დამოკიდებულება არის ხოლმე სახელმწიფო ტენდერების ჩატარებისას, დაცვის პოლიცია არ ერიდება, რომ ფირმებზე არაფორმალური რეკომენდაციები გასცეს, რომ მათ ამ ტენდერებში მონაწილეობა არ მიიღონ, "არასწორად გაგებული" სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცაღა, United Security-ი იმ კომპანიებს არ განეკუთვნება, რომლებიც ლოიალობით სარგებლობენ.

- მაშინ რა არის კონკურენციის სააგენტოს ძირითადი პათოსი, როგორია მათი პოზიცია?

- კონკურენციის სააგენტომ დასკვნა გააკეთა, რომლის თანახმადაც ერთმნიშვნელოვნად არასწორად, არასამართლიანად შეაფასა ის საკანონმდებლო მდგომარეობა, რომელიც დღეს დაცვის პოლიციას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული და მთავრობას მიმართა, რომ რეკომენდაციები გაითვალისწინოს. აქ მთავრობის კომპეტენცია რამდენად იქნება ეს ცოტა სხვა საკითხია, ეს პარლამენტის კომპეტენციას უფრო განეკუთვნება, მაგრამ თვითონ ეს გადაწყვეტილება და აბსოლუტურად თამამი ნაბიჯი კონკურენციის სააგენტოსი, რომელმაც პირველად ქართულ სინამდვილეში თქვა, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს დაცვის ფირმებს, უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანია.

- შესაბამისი ორგანოები საქმის კურსში თუ არიან?

- ტენდერებთან დაკავშირებით განსაკუთრებული აგრესიულობა დაცვის პოლიციის ფირმებისადმი თავს იჩენს ხოლმე სწორედ წინა სატენდერო პერიოდში და მერე უკვე პიკი დგება, თუ კი ეს ტენდერი მოიგე. ისინი უკვე ყველანაირ გზას, მიმართავენ ხოლმე რომ მათთვის სასურველ შედეგს მიაღწიონ.

15.ივნისი.2019 11:20
3290

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1128

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
404

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
502

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
642

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1258

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად