მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავალი 57%-ით გაიზარდა

5d344619561e9
ელენე გოგბერაშვილი
22.07.19 09:45
1377
2019 წლის 6 თვის განმავლობაში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკუთარმა შემოსავლებმა 3 774 722 ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის 6 თვის მონაცემებთან შედარებით (2 398 981 ლარი) 57%-ით არის გაზრდილი.

დაცული ტერიტორიების სააგენტო საკუთარ შემოსავლებს წარმოადგენს ტურისტული სერვისებიდან, იჯარიდან, ტყითსარგებლობის კომპენსაციიდან და საშეშე მერქნის გაცემიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავლები.

ტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები მიმდინარე წლის 6 თვეში 30% -ით გაიზარდა და 2 662 022 ლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2 044 436 ლარი იყო.

გაზრდილია იჯარიდან მიღებული შემოსავლებიც. ზრდა წინა წლის 6 თვის მაჩვენებელთან შედარებით 32%-ია. მიმდინარე წლის 6 თვეში სააგენტომ იჯარიდან 211 363 ლარი მიიღო, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 160 237 ლარი იყო.

ტყითსარგებლობის კომპენსაცია და საშეშე მერქნის გაცემის მომსახურებაში შემოსავლები გაიზარდა 12-ჯერ (2018 წ 6 თვე - 65 765 ლარი, 2019 წ 6 თვე - 763 585 ლარი).

სხვა სახის შემოსავლები გაიზარდა 7%-ით (2018 წ 6 თვე 128 543 ლარი, 2019 წ 6 თვე - 137 752 ლარი).

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში bm.ge-ს განუცხადეს, 2018 წლის განმავლობაში სააგენტოს საკუთარმა შემოსავლება8 959 546 ლარი შეადგინა, შემოსავლები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
• ტურისტული მომსახურება - 8 221 562 ლარი
• იჯარა - 437 031 ლარი
• ტყითსარგებლობის კომპენსაციიდან და საშეშე მერქნის გაცემის მომსახურებიდან - 127 347 ლარი
• სხვა სახის შემოსავლებიდან 173 606 ლარი