მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაბინძურებული ბეშუმი - დამსვენებლები დანაგვიანებულ გარემოზე ჩივიან <ფოტო>

5d5d4e9ce6b5d
თელარა გელანტია
21.08.19 21:20
1938
დამსვენებლები ამბობენ, რომ აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი ბეშუმი დანაგვიანებულია.

მათი თქმით, საყოფაცხოვრებო ნარჩენები კურორტის მთელ ტერიტორიაზეა მიმოფანტული, რის გამოც დამსვენებლები მუდმივად ჩივიან, თუმცა სიტუაცია არცერთ სეზონზე არ გამოსწორებულა.



ბეშუმის ერთ-ერთ დამსვენებელი BM.ge-ისთან ამბობს, რომ კურორტზე არასაკმარისი რაოდენობის პლასტმასის ურნაა.



მისივე თქმით, ნაგავი კურორტიდან ბათუმიდან ასულ მანქანას გააქვს, რომელიც 2 დღეში ერთხელ ადის, რაც არ არის საკმარისი.

დამსვენებელი ჩვენთან იმასაც აღნიშნავს, რომ ტერიტორიაზე დაყრილ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, რომელიც დამსვენებლების სახლებთან არის, არც თავად ასუფთავებენ და არც სპეციალური სამსახურისგან არის რეაგირება.

„ბეშუმის ტყე სრულად დაბინძურებულია; ასე არ შეიძლება. კურორტს ყურადღება უნდა მიაქციონ შესაბამისმა უწყებებმა და ასევე, სისუფთავეზე თავად დამსვენებლებმაც უნდა იზრუნონ“, - ამბობს bm.ge-ისთან ერთ-ერთი შიდა ტურისტი.