მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაბა გუდაურში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის იწყება

57a2fdaedcfe8
BM.GE
04.08.16 12:26
1609
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით დაბა გუდაურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პირველ ფაზას იწყებს.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ მოინახულეს და პროექტის გეგმას გაეცნენ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, გუდაურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, რომლისთვისაც 4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, 2016 წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებზე 100-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება.

პროექტი, სასმელი წყლის გამანაწილებელი ქსელებისა და რეზერვუარის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ასევე, მოხდება მომხმარებლების ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

დაბა გუდაურში საკურორტო სეზონის დადგომისთანავე სასმელი წყლის მიწოდება ფერხდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა და 7000-ზე მეტი ტურისტი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

გუდაურში წყალმომარაგება პერიოდულად უწყდებოდათ სასტუმროებსაც. საკითხზე „ბიზნესკონტაქტს“ ზამთრის სეზონზე რამდენიმე სასტუმროს მფლობელი ესაუბრა, რომლებიც უწყლობის გამო, მუშაობის შეჩერებასაც არ გამორიცხავდნენ.