12.აპრილი .2016 23:32

ცუკერბერგმა, მილნერმა და ჰოკინგმა ისტორიული კოსმოსური პროექტი დააანონსეს

views 1580
უკან

რუსმა მილიარდერმა იური მილნერმა ახალი მასშტაბური კოსმოსური პროექტი დაანონსა, რომელშიც ის 100 მილიონის ჩადებას გეგმავს. პროექტი საკმაოდ ამბიციურია და ის კოსმოსში მცირე ზომის აპარატების გაშვებას გულისხმობს, რომელიც უახლოესი ვარსკვლავურ სისტემაში ფოტოებს გადაიღებს.

პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ცნობილი გახდება სისტემა კენტავრის ალფა, შეიცავს თუ არა დედამიწის მსგავს პლანეტას.

პროექტის განხორციელებას სავარაუდოდ რამდენიმე წელი დასჭირდება.

"ჩვენ ვცდებით ჩვენს საზღვრებს და ეს უნიკალურს გვხდის. გრავიტაცია მიწაზე გვაჩერებს, მაგრამ მე ამერიკაში გავფრინდი. ამ საზღვრების დარღვევაში ჩვენი გონება და ტექნოლოგია დაგვეხმარება“, - განაცხადა ჰოკინგმა.

"პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ მეტი, ვიდრე მხოლოდ ვარსკვლავებზე დაკვირვებაა, ჩვენ შეგვიძლია მივწვდეთ მათ“, - განაცხადა იური მილნერმა.

დედამიწისგან უახლოესი ვარსკვლავური სისტემა ჩვენგან 25 ტრილიონი მილით არის დაშორებული. „აიფონის“ ზომის რაკეტების კოსმოსში გაშვებით, იდეის ავტორები ვარაუდობენ, რომ მანძილის დაფარვას მხოლოდ რამდენიმე წელი დასჭირდება.

იური მილნერს კოსმოსური კვლევების განვითარებაში ინვესტირება არაერთხელ აქვს განხორიცელებული, მას სახელის იური გაგარინის საპატივცემულოდ ჰქვია. კაპიტალის ნაწილის დაგროვება მან ისეთ კომპანიებში ინვესტირებით მოახდინა, როგორიც facebook-ია.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილე მარკ ცუკერბერგი იქნება.