03.მარტი .2016 15:35

Credit Suisses-ს ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, რუსი ბიზნესმენებიც უჩივიან

views 1571
უკან

Credit Suisse-ს ორი რუსი ბიზნესმენი უჩივის, - ამის შესახებ შვეიცარული გამოცემა Handelszeitung-ი ადვოკატ ჯორჯიო კამპუზე დაყრდნობით წერს. ბიზნესმენები, რომელთა სახელები და გვარებიც არ სახელდება, ბანკს და ბანკის კონსულტანტს პატრიცია ლეკორდონს, რუსეთის საბანკო ანგარიშების გაყალბებაში ადანაშაულებენ. მმართველმა რუსებს ჩამოშლის პირას მყოფი კომპანიის ფასიანი ქაღალდების ყიდვა შესთავაზა. ხვრელის გაჩენის შემდეგ კი თანხა ბანკის სხვა კლიენტის, ქართველი ბიზნესმენის და საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ანგარიშიდან ისესხა, - ხაზგასმულია საჩივარში. შედეგად რუსმა ბიზნესმენებმა დაკარგეს რამდენიმე ათეული მილიონი ევრო, თუმცა ზუსტი რიცხვი მითითებული არ არის.

სასამართლოს ივანიშვილმა იმავე საჩივრით ერთი კვირის წინ მიმართა, რომელიც ასევე Credit Suisse-ს წინააღმდეგ არის მიმართული. შვეიცარული მედია წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩატარებული საბანკო ოპერაციების შედეგად დაახლოებით 90 მილიონი ევრო დაკარგა.
 
თავად ლეკორდონი ამ დროისთვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს. კლიენტების ფინანსების ნაწილის დაკარგვის შესახებ ცნობილი, 2015 წლის ბოლოს გახდა.

როგორც Handelszeitung-ი აღნიშნავს, 2015 წლის დასაწყისში ლეკორდონი 20 მილიონი ევროს გაუჩინარების საქმეზე დაკითხეს, ეს თანხა მაშინ ბურიატის ყოფილი სენატორის ბიტალი მალკინის ანგარიშიდან გაქრა. რუსმა ბიზნესმენმა კორსიკაზე 40 მილიონ ევროდ შეფასებული მიწა იყიდა, თუმცა “თანხის ნახევარი, რომელიც სააგენტოს გადაეცა გაქრა”- წერს Handelszeitung. მალკინმა სასამართლოს მიმართა, მალევე ფრანგმა სამართალდამცველებმა დაკითხვაზე Credit Suisse-ის მმართველი დაიბარეს. ფრანგული პრესა თებერვლის შუა რიცხვებშიც წერდა, რომ მალკინი, რომელიც ბანკების Российский кредит-ის და Импексбанк-ის წილს ფლობს, სასამართლოს მიმართავდა. თავად მალკინი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ რომ მან სარჩელი სასამართლოში შეიტანა.

უცხოური მედია: ივანიშვილმა Credit Suisse-ის ბანკირის გამო, მილიონობით დოლარი დაკარგა 




მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა