მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცქიტიშვილი: "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს აქვთ საშუალება, აღარ შეასრულონ პოლიტიკური რუპორის როლი

5d35d1ef2ec26
თელარა გელანტია
22.07.19 19:20
1075
როცა „რუსთავი 2“-ის ახალი მესაკუთრე აცხადებს, რომ სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერევა და ჟურნალისტებმა უნდა იხელმძღვანელონ მხოლოდ თავისუფალი მედიის საერთაშორისო სტანდარტით, არის ძალიან კარგი მანიშნებელი, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებიც კი შეიძლება განთავისუფლდნენ იმ პოლიტიკური წნეხისგან, რომელიც მათ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჰქონდათ. მათ აქვთ საშუალება დაუბრუნდნენ თავიანთ პროფესიას და აღარ შეასრულონ პოლიტიკური რუპორის როლი,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმი, როგორც “რუსთავი2“-დან, ასევე ოპოზიციის სპექტრიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ვისმენდით შეფასებებს, თითქოს ხელისუფლებას “რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდების სურვილი აქვს, თითქოს ამისკენ იყო მიმართული მთელი სასამართლო სისტემა, მათ შორის “ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებს სურდათ ტელევიზიის ხელში ჩაგდება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ნათლად დაგვანახა, ყოველგვარი ინტერპრეტაციების შესაძლებლობის გარეშე, ვინ იყო რეალური მესაკუთრე, ყველა პროცედურის დაცვით. “რუსთავი 2“-ს არ ჰქონია არავითარი შეფერხება საამართლიანი სასამართლოს ნაწილში, არ ყოფილა შეზღუდული არც მედიის თავისუფლება და არც საკუთრების უფლება. სამწუხაროდ, “რუსთავი2“-ის ჟურნალისტები, ასევე ცალკეული პოლიტიკოსები და რაც ჩემთვის კიდევ უფროს სამწუხაროა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც აქვს პრეტენზია, რომ მედიათავისუფლებაზე ფიქრობს, დღესაც აგრძელებენ ამ რიტორიკას, იმ სურათის შექმნას, თითქოს “რუსთავი 2“-თან მიმართებაში ხელისუფლებას გარკვეული გეგმები აქვს. ეს სინამდვილეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება. თუკი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების თავისუფლება გამოიხატება იმაში, რომ იგინონ, უცენზურო გამონათქვამებით გააჯერონ პირდაპირი ეთერი, ცრუ ახალი ამბები, ალტერნატიული რეალობა შექმნან და ეს იყოს მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული და ყოველგვარ მედიასტანდარტს აცდენილი, არავისთვის არის ეს მედიის თავისუფლება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებისთვის მისაღები უნდა იყოს არხის მეპატრონის შეთავაზება, რომ მთავარი მენეჯერის სახით მოიყვანს არა მთავარ პროკურორს, არამედ მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო დონის მედია-მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტის დაცვას.