მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცქიტიშვილი პრემიერად მის შესაძლო დანიშვნაზე ინფორმაციას არ ადასტურებს

5d0781692170d
ლიკა გურაბანიძე
17.06.19 15:59
1069
"ამ ეტაპზე ნამდვილად შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არავითარ ცვლილებებზე საუბარი არ არის", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უახლოეს დღეებში მისი პრემიერ-მინისტრის პოსტზე შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის ვარაუდები ქვეყნის კეთილდღეობას არ ემსახურება.

"ამ საკითხთან დაკავშირებით მეც და ბატონმა მამუკამაც კომენტარი არაერთხელ გავაკეთეთ. ასეთი მუდმივი ჭორები, ასეთი მუდმივი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ნებისმიერ კონტექსტში, ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მოსახლეობას არასტაბილურობის განაცდა შეუქმნან და ეს არანაირ ინფორმაციას არ ეყრდნობა. არამედ, ეს არის მხოლოდ ჭორი, ზოგჯერ პოლიტიკურად მოტივირებული, ზოგჯერ – სხვა მიზეზების გამო.

ამ ეტაპზე ნამდვილად შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არავითარ ცვლილებებზე საუბარი არ არის და ასეთი თემის აწევა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას არ ემსახურება", - განაცხადა ცქიტიშვილმა.