მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცქიტიშვილი: ბუნებრივია, ბიზნესისთვის არ არის სასურველი რაიმე შეღავათის გაუქმება

5d0787fa42c06
ლიკა გურაბანიძე
17.06.19 16:46
960
ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმების შესახებ ბიზნესი ინფორმირებული იყო. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, bm.ge-ს ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
 
კერძოდ, ჟურნალისტი ვიცე–პრემიერის პოზიციით დაინტერესდა, ბიზნესს წინასწარ უნდა სცოდნოდა თუ არა "ოქროს სიის" შეღავათების 30–დან 5–დღემდე შემცირების შესახებ.  

"ბიზნესისთვისაც იყო ცნობილი ამ ინიციატივის შესახებ, თუმცა რა თქმა უნდა, ბიზნეს სუბიექტებისთვის ბუნებრივია, არ არის სასურველი რაიმე სახის შეღავათის გაუქმება. ალბათ, ამას ბიზნესის მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვა", - განმარტა ცქიტიშვილმა.