15.აპრილი.2019 15:16
ეკონომიკა, საზოგადოება

ცქიტიშვილი: ბატონი ბიძინა, მიუხედავად ძალიან დიდი ავტორიტეტისა, არავის ათავისუფლებს

ცქიტიშვილი: ბატონი ბიძინა, მიუხედავად ძალიან დიდი ავტორიტეტისა,  არავის ათავისუფლებს
„ბატონი ბიძინა, მიუხედავად მისი ძალიან დიდი ავტორიტეტისა, პიროვნულად არ ნიშნავს და არ ათავისუფლებს არავის,“ - ასე უპასუხა ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვას.

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ „იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, 1-2 მინისტრის მიმართ რაღაც კითხვები არსებობს, მაგრამ „ბახტაძე ძალიან ცდილობს...“ და ისიც დასძინა, რომ ჯამში, მთავრობა სწორი შერჩეულია.

ცქიტიშვილის თქმით, გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ გუნდი ერთობლივად იღებს.

„მთლიანობაში, გუნდი იღებს გადაწყვეტილებას. ბიძინა ივანიშვილი არის თავმჯდომარე და გადაწყვეტილებების მიღებაში ზოგადად მასაც თავისი წვლილი აქვს. პრემიერ მინისტრი ნიშნავს, წარადგენს მინისტრებს პარლამენტში და შემდეგ პარლამენტი ამტკიცებს. ასე, რომ ეს ინსტიტუციური მოწყობა ჩვენ ქვეყანაში მოქმედებს და გარწმუნებთ, რომ გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი ნამდვილად არ იღებს,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე

20.ივნისი.2019 21:20
283

"ნათია თურნავას აქვს შანსი, რომ იყოს მაგარი მინისტრი" <Video>

ვრცლად
20.ივნისი.2019 20:00
283

ივლისის დასაწყისში საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები საქართველოში ჩამოვლენ

ვრცლად
20.ივნისი.2019 18:59
191

Nexia TA-მ Nexia International-ის ინტერ-რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა

ვრცლად
20.ივნისი.2019 18:00
403

"საპენსიო სისტემას ძირითადად კერძო სექტორში დასაქმებულები ტოვებენ"

ვრცლად
20.ივნისი.2019 17:57
586

„მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდი დარტყმის ქვეშ დააყენა“

ვრცლად
20.ივნისი.2019 17:20
1278

თემურ ჭყონია: კალაძე მაგარი მერია.. დედას ვფიცავარ <VIDEO>

ვრცლად