მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Coca-Cola" შემოდგომა-ზამთრიდან ორი ახალი პროდუქტის წარმოებას აანონსებს

5d586c5d90f26
მარიამ ადამია
18.08.19 00:03
1073
30 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ქვეყანაში, „კოკა -კოლას“ წარმოებული ორი ახალი პროდუქტი ჩაეშვება.

პირველი ეს იქნება „კოკა-კოლა“ დარიჩინით, მეორე კი - სპრაიტი მოცვის სანელებლით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ორივე პროდუქტი ზამთრის ცივ ამინდებში სასიამოვნო დასალევია.

„ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა უნიკალური არომატები, რომლებიც ზამთრის ცივ დღეებს უფრო გემრიელს და სასიამოვნოს გახდიდა. თავდაპირველად მომდევნო თვეში ჩავუშვებთ კოკა-კოლას დარიჩინის არომატით, შემდეგ კი - სპრაიტს მოცვით, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს არ იქნება მასიური წარმოება და მხოლოდ ზამთარში გამოვუშვებთ მათ. ასევე გეტყვით, რომ Coca-Cola-ს ოჯახის ახალ წევრებს გამათბობელი გემო აქვთ და საშობაოდ ნამდვილ სადღესასწაულო განწყობას მოგიტანთ, - აღნიშნა „კოკა-კოლას“ პრეს-მდივანმა ქეით ჰარტმანმა სააგენტო INSIDER-თან საუბრისას.

ამ ნაბიჯით, „კოკა-კოლა“ შეუერთდა უმსხვილეს ბრენდებს, რომლებიც სეზონურად სხვადასხვა პროდუქციას აწარმოებენ. მაგალითად, შემდეგი კვირიდან Dunkin-ი და Starbucks-ი დარიჩინისა და გოგრის ლატეს ჩაუშვებენ გაყიდვაში.

ჯერჯერობით, არ არის ცნობილი თუ რა ეღირება „კოკა-კოლას“ ახალი გამაგრილებელი სასმელები, თუმცა როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, დაახლოებით, ისეთივე ღირებულება დაედება, როგორი ფასითაც „კოკა-კოლა” და მისი დანარჩენი პროდუქცია იყიდება მსოფლიოში.

ინფორმაციისთვის, Coca-Cola-მ დარიჩინიანი სასმელი, გასულ წელს სატესტო ვერსიით ბრიტანეთის ბაზარზე ჩაუშვა და მომხმარელების დიდი დაინტერესება გამოიწვია, შესაბამისად, ახლა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახდება ის ხელმისაწვდომი.