11.ივლისი .2019 17:50

cntraveller.com: 10 გასაოცარი რამ, რაც საქართველოში უნდა გააკეთო

views 844
უკან

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი Condé Nast Traveler საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტი საქართველოს ტურიზმის პოტენციალზე ყვება.

როგორც სტატიის ავტორი წერს, კავკასიის მთები, შავი ზღვა და კასპიის ზღვა,  საქართველო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიური კულტურული ცენტრია. მისი თქმით, ეს ადგილი ერთ დროს დიდი აბრეშუმის გზის ნაწილი იყო, თუმცა თანამედროვე საქართველო საკუთარი ენერგიით გამოირჩევა. სტატიაში აღწერილია საქართველოს მთიანი რეგიონები, შავი ზღვის კურორტები და ძველი თბილისის უბნები.

 

10 გასაოცარი რამ, რაც საქართველოში უნდა გააკეთო - წერს ავტორი და მკითხველს ქვეყანაში მოგზაურობას ურჩევს.



700


1 ისეირნე ძველი თბილისის ქუჩებში

"უკეთესად რომ ვთქვათ, ძველ ქალაქებში. ძველი თბილისის ყოველ ისტორიულ უბანს, განსაკუთრებული შარმი აქვს. შესაძლებელია, მთელი დღე ან მეტიც, ძველი უბნების ლაბირინთულ ჩიხებში იხეტიალოთ; აივნები, რომლებიც ფაქტობრივად, ხელოვნების ნიმუშებია; ბოჰემური რესტორნები, ნეოკლასიკური ვილები - ამ და სხვა სანახაობებს სწორედ თბილისის ძველ უბნებში შეხვდებით", - ამბობს სტატიის ავტორი.

 

2 ნადიმი ტრადიციულ ქართული სუფრაზე


ჟურნალისტი წერს, რომ ქართველებს ნაციონალური სამზარეულო ისე ძალიან უყვართ, რომ აქვთ ისეთი სიტყვები, რაც მსოფლიოს ვერცერთ ენაზე ვერ ითარგმნება. მაგალითისთვის მას მოჰყავს ქართული სიტყვა shemomedjama, ასევე ტრადიციული ქართული კერძების სახელწოდებები, რომლებსაც ანალოგიური შესატყვისები სვა ენებში არ აქვთ. რეპორტიორი ყვება, რომ კერძებთან ერთად, ქართველებს ღვინის უდიდესი ტრადიცია და კულტურა აქვთ. "ამას გარდა, ქვეყანა ტრადიციული ხალხური სიმღერებითა და ცეკვებით არის გამორჩეული", - დასძენს სტატიის ავტორი.



700


3 აღმოაჩინე ახალი თბილისი

"ძველი თბილისის ელეგანტური ქუჩების დათვალიერება დღის ფონზეა მიმზიდველი, ხოლო კულტურული გულის ცემის გასაცნობად, მდინარე საღამოს უნდა გადალახოთ", - ნათქვამია სტატიაში. რეპორტიორი წერს, რომ თბილისში უამრავი კაფე-ბარები, მოდური ლიტერატურული სალონები, რესტორნები, სასტუმროები თუ ჰოსტელებია. ყურადღებას ამახვილებს Fabrika-ზეც.





4. დალიეთ ღვინის სამშობლოში 


სტატიის ავტორი აქცენტებს ღვინის წარმოშობაზე აკეთებს. როგორც ის წერს, საქართველოს ღვინის 8.000-წლიანი ტრადიცია აქვს და ქვეყანა  ღვინის უძველეს რეგიონად მიიჩნევა მსოფლიოში. ამბობს, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობაა, რითაც საქართველო UNESCO-ს ნუსხაშია წარმოდგენილი. სტატიის ავტორი მკითხველს ღვინის რეგიონში -კახეთში მოგზაურობას ურჩევს; წერს, რომ თბილისიდან სულ რაღაც ორ საათში ჩახვალთ და ღვინოს დააგემოვნებთ თელავში, სიღნაღსა თუ სხვა ქალაქებში.







5. დალაშქრე შუა საუკუნეების მონასტერი

გამოცემის კორესპონდენტი იუწყება, რომ საქართველოს ზოგიერთი განსაცვიფრებელი ფრესკები ლაშქრობას ითხოვს - ჟურნალისტი დავით გარეჯზე წერს და ამბობს, რომ მე-6 და მე-9 საუკუნის სამონასტრო კომპლექსი, აზერბაიჯანთან საზღვარზე მდებარეობს და იქ შუა საუკუნეების საოცარი ფრესკების ნახვაა შესაძლებელი, ასევე
შთამბეჭდავი უდაბნოს პანორამებით დატკბებით. "შესაძლოა თვალი მოჰკრათ არწივებს", - დასძენს ჟურნალისტი.


6. ნახეთ ტრადიციული ქართული ცეკვები


"ბალეტის ელემენტები, აკრობატიკა და საბრძოლო ხელოვნება ტრადიციული ქართული ცეკვების ნაწილია, რომლებიც ძირითადად მტრებზე ყვებიან. მოძრაობები საოცრად ლამაზი და სპორტულია". - აღნიშნულია სტატიაში.






7 დალაშქრე მინიმუმ ერთი მთა

როგორც ჟურნალისტი წერს, საქართველო ისე არ უნდა დატოვოთ, რომ მთის ერთი რეგიონი მაინც არ ნახოთ. ავტორის თქმით, კარგად განვითარებული ყაზბეგი თბილისიდან 3 საათის ინტერვალზეა დაშორებული და შეიძლება, ერთდღიანი ან შაბათ-კვირის კარგი ტურის მოწყობა.  რეპორტიორი მაღალმთიან რეგიონებში მოგზაურობისა და უნიკალური ბუნების აღმოჩენისკენ მოუწოდებს მკითხველს.



8. ღამის ცხოვრება თბილისში

სტატიის ავტორი თბილისის ღამის ცხორებას ბერლინს ადარებს და წერს, რომ თბილისს ახალი ბერლინი უწოდეს. "ბრწყინვალე ტექნო-ღამის კლუბები და ცნობილი DJ-ები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან; თბილისი მოდის დიზაინერების, მწერლების, ბოჰემის მოყვარულების, ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის საოცარი კულტურული ჰაბია", - აღნიშნულია სტატიაში. 

 





9. ისიამოვნე შავ ზღვაზე

გამოცემა მკითხველს შავ ზღვაზე ჩასვლასაც ურჩევს. როგორც ჟურნალისტი წერს, ბათუმს საქართველოს მეორე დედაქალაქს უწოდებენ. როგორც ის ყვება, ზაფხულის პერიოდში შავი ზღვის სანაპირო ქალაქი - "ფართი ქალაქად" იქცევა ხოლმე, სადაც უამრავი შესაძლებლობა აქვს ვიზიტორს დასვენებისა და გართობისთვის.


 




10. ესტუმრეთ კავკასიის საუკეთესო ძველი ნივთების ბაზარს

რეპორტიორი ვიზიტორებს თბილისში, ე.წ. მშრალი ხიდის ძველი ნივთების ბაზრობის მონახულებას ურჩევს. როგორც ის აღნიშნავს, აქ ყველა სახის სუვენირის შეძენაა შესაძლებელი.  "სულ ერთია, საბჭოთა კავშირის მოსაგონარი ნივთის, დაღესტნური ყელის სამკაულის, ყარაბახული ხალიჩისა თუ სხვა ნივთების შეძენა გსურთ, ეწვიეთ მშრალი ხიდის ბაზარს, რომელიც კავკასიაში საუკეთესოა, თუ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, არა", - დასძენს ჟურნალისტი.