მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN-ი, Bloomberg-ი, Nat. Geo - მთავრობამ ამ კომპანიებს საქართველოს რეკლამა დაუკვეთა

5d2df077b92f4
შოთა ტყეშელაშვილი
16.07.19 21:40
1269
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის მიზანს ახლა საქართველოს, როგორც უნიკალური და უსაფრთხო ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაცია წარმოადგენს. მინისტრის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად უკვე გაფორმებულია კონტრაქტები საერთაშორისო გამოცემებთან, რომლებიც შესაბამის შეკვეთილ კონტენტს მოამზადებენ. თურნავას თქმით, მთავრობა ამჟამად მოლაპარაკებას Google-თანაც აწარმოებს.

“მესამე მიმართულება ეს არის მარკეტინგული მიმართულება, რაზეც ძალიან ბევრს ვმუშაობთ. პირველ რიგში ვიტყვი, რომ წელს ძირითადი აქცენტი არის გაკეთებული საქართველოს პოზიციონირებაზე გლობალური პლატფორმების მეშვეობით, გვაქვს მიმდინარე კონტრაქტები CNN-თან, გვაქვს მიმდინარე კონტრაქტები Bloomberg-თან, გვაქვს კონტრაქტი National Geographic-თან, ვსუაბრობთ Google-თან და ამ გლობალური პლატფორმების მეშვეობით იქნება მაქსიმალურად ეფექტურად მათი წვდომის არეალში წარმოჩენილი ის რომ საქართველო არის უნიკალური და უსაფრთხო ტურისტული ბაზარი,”- ამბობს მინისტრი.

დღესვე მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ რუსულ ბაზარზე მარკეტინგული ხარჯების გაწევას დადებითად აფასებს.

“რაც შეეხება 13 მილიონს რაც მარკეტინგზე დაიხარჯა რუსეთში. თქვენ იცით ეს რამდენი პროცენტია საერთო ბიუჯეტის? ეს არის დაახლოებით 18%. სწორედ 18% არის დახარჯული რუსეთში ბოლო წლების განმავლობაში. თქვენ რას ფიქრობთ არ უნდა დახარჯულიყო ეს თანხა?,”- განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2013-2018 წლებში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ტურიზმის მარკეტინგის კამპანიებისთვის 13 მლნ ლარი დახარჯა.

2019 წელი პირველია „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, როცა ტურიზმის ადმინისტრაციის მარკეტინგში რუსეთის ბაზარზე თანხები არ იხარჯება.