მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNBC: ჩინეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დაწესება ტრამპს Apple-ის შეფმა გადააფიქრებინა

5d5a4d050abf6
მიხეილ ხაჩიძე
19.08.19 12:00
906

აგვისტოს დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი დაანონსა. თეთრი სახლის ლიდერის მაშინდელი განცხადების მიხედვით, სახალხო რესპუბლიკიდან იმპორტირებულ 300 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი 10%-ით სექტმებრიდან უნდა გაზრდილიყო, თუმცა გასულ კვირას ტრამპმა ყველასთვის მოულოდნელად ტარიფების დაწესება დღის წესრიგიდან მოხსნა.

ტრამპის გადაწყვეტილება მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ცალსახად პოზიტიურად აისახა; ნავთობის ფასებმაც შედარებით დასტაბილურება დაიწყეს, თუმცა ინფორმაციას ამერიკულ და ევროპულ გამოცემებში ბევრი სპეკულაცია მოჰყვა.


დღეს კი, როგორც ცნობილი ხდება, ტრამპის მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზი Apple-ის შეფი ტიმ კუკია, რომელმაც თეთრი სახლის ლიდერს გადაწყვეტილება გააუქმებინა. CNBC -ის ცნობით, კონცერნის ხელმძღვანელმა პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ საბაჟო გადასახადის 10%-იანი მატება, უდიდეს ზიანს მიაყენებდა ამერიკულ კომპანია Apple-ს, რომელიც ჯერ კიდევ, მიუხედავად სავაჭრო კონფლიქტისა, პროდუქციას ჩინეთში აწარმოებს. ამას გარდა, კუკმა აქცენტი კონკურენტ Samsung -ზეც გააკეთა;  იმ შემთხვევაში თუ "ეფლს" საბაჟო გადასახადების გამო პრობლემები შეექმნებოდა, შტატებში სამხრეთ კორეული "სამსუნგი" გახდებოდა პრივილეგირებული.

"ეს და სხვა არგუმენტები ტრამპისთვის ბრძანების გასაუქმებლად საკმარისი აღმოჩნდა", - იუწყება ამერიკული მედია.



ტრამპის განკარგულებით, ახალი საბაჟო გადასახადი სექტემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, რომელიც ჩინეთიდან იმპორტირებულ მობილურ ტელეფონებს, მონიტორებს, ლეპტოპებს, ვიდეო-თამაშებს, ფეხსაცმელებს, ტანსაცმელსა და სხვა უამრავ პროდუქციას შეეხებოდა, თუმცა შტატების სავაჭრო სამინისტროს ცნობით, ახალი რეგულაცია ძალაში 15 დეკემბრიდან შევა.

აღსანიშნავია ისიც, რომ დასავლური მედიის ცნობით, Apple უახლოეს პერიოდში ამერიკული ბაზრისთვის პროდუქციის წარმოებას ჩინეთის ნაცვლად, ვიეტნამში მოახდენს; ქარხნის იქ გადატანაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.