მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Clearstream ბანკმა საქართველოს ბანკში ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებისა და შენახვის ანგარიში გახსნა

5677c81e0624a
BM.GE
21.12.15 13:33
1461
საქართველოს ბანკმა, განაცხადა საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, Clearstream ბანკის მიერ საქართველოს ბანკში ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებისა და შენახვის ანგარიშის გახსნის შესახებ. შედეგად, საქართველოში სამთავრობო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები დაემატა Clearstream ბანკის არსებული ფასიანი ქაღალდების ჩამონათვალს, რაც შესაძლებლობას მისცემს რეზიდენტ და არარეზიდენტ ინვესტორებს მარტივად განახორციელონ ოპერაციები ქართულ ფასიან ქაღალდებზე Clearstream ბანკის მეშვეობით.
 
Clearstream ბანკი მნიშვნელოვანი მოთამაშეა მსოფლიოს ფასიანი ქაღალდების მომსახურების ინდუსტრიაში და მას მუდმივად მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს. Clearstream-ი საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარია (ICSD) და საერთაშორისო ბაზარზე ემსახურება 2,500 აბონენტს 110 ქვეყანაში პოსტ-სავაჭრო ინფრასტრუქტურისა და ფასიანი ქაღალდებით მომსახურების სფეროში.