26.თებერვალი .2016 11:04

Citigroup: მსოფლიო ეკონომიკა ძალიან საშიშ წერტილში იმყოფება

views 1159
უკან

Citigroup-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ მსოფლიო რეცესიის რისკები სულ უფრო იზრდება. "ჩვენი შეხედულებით, მსოფლიო ეკონომიკარამდენიმე წლიანი მშვიდი პერიოდის შემდეგ, ძალიან საშიშ წერტილში იმყოფება", - ციტირებს Bloomberg-ი Citigroup-ის ანალიტიკოსის, ვალემ ბიუტერის სიტყვებს. "მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი რისკები დაკავშირებულია რთულ  ზრდის ტემპთან ჩინეთში და მის სავალუტო რყევებთან, ზედმეტ ვალთან ბევრ ქვეყანაში და გეოპოლიტიკურ გაურკვევლობასთან", - ირწმუნებიან ანალიტიკოსები.

მათ ასევე შეამცირეს მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგრნოზი და 2016 წელს 2,4%-დან 1,6%-მდე დაიყვანეს, ამავე დროს საბოლოო რიცხვი შესაძლოა უარესიც აღმოჩნდეს. "მსოფლიო პერსპექტივების გაუარესება უფრო მეტად დაკავშირებულია განვითარებული ეკონომიკების პრობლემებთან ვიდრე განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნების მადგომარეობასთან", - აცხადებენ Citigroup-ში.