13.აგვისტო .2019 14:50

„ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი თვალით იხილონ, როგორ მიმდინარეობს ინტენსიური მშენებლობა“

views 219
უკან

„იცით, რომ წლევანდელი ინფრასტრუქტურის განვითარების ბიუჯეტი 20%-ით გავზარდეთ, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებები გვაძლევს იმის საშუალებას განვაცხადოთ, რომ 2019 წლის ბოლომდე კიდევ უფრო მაღალი შესრულების ტემპები გვექნება,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარადგენისას განაცხადა.

პრემიერმა გამოსვლისას ასევე კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და მათგან ორი მნიშველოვანი პროექტი გამოჰყო.

„პირველი პროექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაიწყო, ეს არის ჩქაროსნული მაგისტრალი რიკოთის უღელტეხილზე. ეს არის ძალიან რთული საინჟინრო ნაგებობა, მასში ჩვენ ძალიან დიდი ინვესტიციები გვექნება განსახორციელებელი, მაგრამ ჩვენ ამას აუცილებლად უმოკლეს ვადებში გავაკეთებთ. ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი თვალით იხილონ, თუ როგორ მიმდინარეობს ინტენსიური მშენებლობის პროცესი.

რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება მეორე ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტი - კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში. რა თქმა უნდა, მას სჭირდება ინვესტიციები და ეს ინვესტიციები უკვე მოძიებული და ხელმოწერილია",  - აღნიშნა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა