მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი პროექტები ხელს უწყობს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებას, რასაც შემდგომში მოჰყვება უფრო მსხვილი ინვესტიციები"

5d0a62aaa5483
თელარა გელანტია
19.06.19 23:00
1305
,,შარშან დავასრულეთ კობი-გუდაურის საბაგირო გზა, რომელიც ხსნის ახალ სივრცეს. გაჩნდა კობის განვითარების შესაძლებლობა, გაჩნდა ახალი სივრცე, რომელიც მანამდე ტურისტული თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესო იყო. გვაქვს მცირე პროექტებიც, როგორიც არის ბაკურიანში ინფრასტრქუტურის შექმნა, არსებული რეალობის გაუმჯობესება - საზოგადოებვრი პარკინგები, ვიზიტორტა ცენტრები. მალე ნიკორწმინდაშიც დასრულდება პატარა ვიზიტორტა ცენტრის მოწყობაც და სხვა,“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელში სტუმრობისას განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბევრი და ფართო დიაპაზონის პროექტებს ახორციელებს. განსახვავებულია პროექტების ღირებულებაც - 10 ათასი ლარიდან მილიარდ ლარამდე.

მისი თქმით, სამინისტროს საქმიანობა მიმართულია ეკონომიკის ინკლუზიური ზრდისკენ, რისთვისაც იგეგმება რეგიონებში ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის წინაპირობაა. „მაგალითისთვის ონში შენდება მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობა, რომელიც გახდება ეროვნული მუზეუმების ნაწილი და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ონში უკვე ამის გამოც ჩავა ტურისტი. ასევე, დაანონსებული გვაქვს მესტიაში „ლაღამის უბნის“ რეაბილიტაციაც,” - აღნიშნა მინისტრმა.  

მინისტრის თქმითვე, ასეთი ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნა არა მხოლოდ მსხვილი ბიზენსისისთვის არის საინტერესო, არამედ უშუალოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, რომელთაც ეძლევათ საშუალება წამოიწყონ ახალი საქმიანობა - გახსნან საოჯახო სასტუმრო, პატარა მაღაზია, რომელიც სწორედ ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას შეუწყობს ხელს.

მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა საჯარო და კერძო პარტნიორობისთვის გათვლილ პროექტზეც, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება და რომელიც იძლევა საშუალებას უკვე არსებული ბიზნესისთვის, მათ შორის, წარმოებისა თუ სასტუმროსთვის დაიგეგმოს და განხორციელდეს ესა თუ ის ინფრასტრუქტურული პროექტი. ასეთი პროექტები ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას, რასაც შემდგომში მოყვება უფრო მსხვილი ინვესტიციები.