მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩუღურეთში თბილისური ტიპის ეზოების მოწესრიგება მიმდინარეობს

5d2f1029422b5
BM.GE
17.07.19 16:09
680
ჩუღურეთის რაიონში, სურამის N 5-ში 300 კვადრატულ მეტრზე თბილისური ტიპის ეზოში ასფალტის საფარი იგება. მიმდინარე პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო. „თბილისური ტიპის ეზოების მოწესრიგება ჩუღურეთის რაიონში გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. სურამის N5-ში, სადაც 17 ოჯახი ცხოვრობს, მიმდინარე წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა. ახლა კი საგზაო ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ბი-ემ-სი“ ასრულებს და მისი ღირებულება 10 000 ლარია. მსგავსი სამუშაოები ჩუღურეთის რაიონში კიდევ სამ მისამართზე მიმდინარეობს, ხოლო 25 მისამართზე უკვე დასრულდა.