12.სექტემბერი .2019 11:46

ჩუღურეთში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ფარგლებში, სამუშაოები მიმდინარეობს

უკან


ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს.

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, თამარ მეფის N5-ში, საცხოვრებელი კორპუსის ორ სადარბაზოში სამგზავრო ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 28 000 ლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა