18.თებერვალი .2016 10:31

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი მომავალ კვირას გაიმართება

views 1266
უკან

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების ე.წ. ნულოვანი რაუნდი მომავალ კვირას დაიწყება. როგორც ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის უფროსი, მარიამ გაბუნიამ გადაცემაში "საქმიანი დილა" განაცხადა, მომავალ კვირას საქართველოს ჩინეთის დელეგაცია ეწვევა. მისივე თქმით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულება ერთი წლის ვადაში იგეგმება.
 
"ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მიმართულება ექსპორტის ხელშეწყობაა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. ამ კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებია. ამის თაობაზე მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. ე.წ. ნულოვანი რაუნდი კი მომავალ კვირას დაიწყება. ჩინეთის დელეგაცია ეწვევა საქართველოს და ჩვენ უკვე დავიწყებთ მოლაპარაკებებს, ანუ შევთანხმდებით მოლაპარაკებების ძირითად პრინციპებზე.

ჩვენი მიზანია, რომ მოლაპარაკებები ერთი წლის ვადაში დავასრულოთ, თუმცა ამისთვის მხოლოდ ჩვენი სურვილი არაა საკმარისი. ჩენ გვაქვს სრული მზაობა და დიდი იმედი გვაქვს, რომ პროცესი მაქსიმალურად მალე დასრულდება", - განაცხადა მარიამ გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა