21.მარტი .2016 13:17

ჩინეთში გამართულ ღვინის გამოფენაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა

views 1033
უკან

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ლუჭოუში 19-21 მარტს გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე Tenth China International Wine Fair (CIADE 2016) საქართველო საპატიო სტუმრის სახელით მონაწილეობდა.
 
გამოფენა გახსნა და შემდგომ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს ქართულ სტენდთან უმასპინძლა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა. გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია, რომელსაც უძღვებოდნენ სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გიორგი სიხარულიძე და ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი სომელიე ქსიუ რენქინგი (Xu renqing).

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგ ქართული კომპანიების ღვინოები: "მეღვინეობა ხარება", "ბაგრატიონი 1882", "დუგლაძეების ღვინის კომპანია", "თელიანი ველი", "შატო მუხრანი", "თელედა", GWS და "ბოლერო".

სიჩუანის პროვინციის ქალაქ ლუჭოუში (Luzhou) ვიზიტის დროს, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, შედიოდნენ კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი და თელავის ვიცე-მერი ლევან ლილუაშვილი. სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამავე კვირაში ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება ჩინეთის კიდევ ერთ გამოფენაზე -სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში, სადაც 21-26 მარტს ღვინისა და კვების საერთაშორისო გამოფენა "The 94th China Food & Drinks Fair" იმართება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა