მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია საქართველოში საქმიანობით დაინტერესდა

569cf582a0cda
BM.GE
18.01.16 18:17
1857
ჩინური ფარმაცევტული კომპანიების "სინოფარმისა" (SINOPHARM) და "ედანის" (EDAN) წარმომადგენლები საპარტნიორო ფონდს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. კომპანიების წარმომადგენლებმა საკუთარი საქმიანობის პრეზენტაცია გამართეს.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ სტუმრებს ფონდის სტრატეგია, პრიორიტეტები და ის პროექტები გააცნო, რომელსაც ფონდი ჯანდაცვის სექტორში ახორციელებს.

ჩინური კომპანიები საქართველოში საქმიანობის განვითარებით არიან დაინტერესებული და ფონდთან პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილეს. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საპარტნიორო ფონდის ცნობით, Sinopharm Group უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა ჩინეთში, რომელიც იკვლევს, ავითარებს, აწარმოებს, ავრცელებს და ყიდის მედიცინის და სხვა ჯანდაცვის პროდუქტებს. ასევე მართავს ქარხნებს, კვლევით ლაბორატორიებს, გააჩნია ტრადიციული ჩინური მედიცინის პლანტაციები, მარკეტინგის და განაწილების ქსელი, საცალო სააფთიაქო ქსელები. კომპანია ოპერაციებს ახორციელებს აფრიკაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰონკონგში, აშშ-სა და ვიეტნამში. EDAN წარმოადგენს სამედიცინო აღჭურვილობის მიმწოდებელ წამყვან კომპანიას მსოფლიოში. ის არის უახლეს ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანია, რომელსაც 120 ქვეყანაში გააჩნია მარკეტინგული ქსელი. კომპანია აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის ინდუსტრიაში.