მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის სავალუტო რეზერვები რეკორდულად შემცირდა

568e5d1c35aaf
BM.GE
07.01.16 16:39
1308
ჩინეთის სავალუტო რეზერვების საერთო მოცულობა დეკემბერში რეკორდული მაჩვენებლით 107.9 მილიარი დოლარით შემცირდა და 3,330 ტრილიონი შეადგინა,-ნათქვამია ჩინეთის სახალხო ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
 
ჩინეთის სახალხო ბანკის ინფორმაციით, ნოემბრის თვეში ჩინეთის სავალუტო რეზერვების საერთო მოცულობამ 3 ტრილიონ 438,284 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 87,223 მილიარდი აშშ დოლარით ნაკლებია, ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით.

ჩინეთის სავალუტო რეზერვების შემცირების ტენდენცია მაისის თვიდან შეიმჩნევა. მთავარ მიზეზად ჩინური იუანის დევალვაცია სახელდება.

გუშინ აქციების ფასის ვარდნის გამო ჩინეთის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა დღის დასრულებამდე შეაჩერეს.