მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 1992 წლის შემდეგ მინიმალურ მაჩვენებლამდე შემცირდა

5d2c9d55bb0da
მიხეილ ხაჩიძე
15.07.19 21:20
845
ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 1992 წლის შემდგომ ყველაზე დაბალი იყო და 6.2% შეადგენდა. 

სახალხო რესპუბლიკის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2019 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდა ბოლომ 27 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იყო. 

ზრდის შემცირების მიზეზი აშშ-თან დაძაბული სავაჭრო ურთიერთობა გახდა. 2019 წლის დასაწყისიდან საგარეო ვაჭრობა 2%-ით შემცირდა, ხოლო ივნისში ამ მაჩვენებელმა 4%-მდე აიწია. 

ეკონომიკური ზრდის შენელებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა; მისი განცხადებით, ზრდის შენელება არის იმის ნიშანი, რომ ამერიკული ტარიფები მოქმედებენ. 

პეკინში, მთავარი ეკონომიკური დამგეგმავები ახლა სახელმწიფოს ეკონომიკის გაძლიერებას, საგადასახადო შეღავათებით, შერბილებული მონეტარული პოლიტიკითა და სხვა ზომებით ცდილობენ.