19.მარტი .2016 18:10

China Mobile-ს შემოსავალი უმცირდება

views 1074
უკან

მსოფლიოს უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია China Mobile-ის შემოსავალი 2015 წელს 0,6%-ით, 108,5 მილიარდ იუანამდე (16,7 მილიარდ დოლარამდე) შემცირდა. Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები წინასწარი პროგნოზით ვარაუდობდნენ, რომ მოგება 17,37 მილიარდი დოლარი იქნებოდა. გამოცემის ინფორმაციით, გავლენა ფინანსურ მაჩვენებელზე China Mobile-ის ახალმა სატარიფო სისტემამ განაპირობა.
 
China Tower-ის ანძების გაყიდვამ China Mobile-ს 10,1 მილიარდ იუანის (1,56 მილიარდი დოლარი) მოგება მოუტანა. China Tower-ი ჩინეთის ხელისუფლებამ გასულ წელს შექმნა.