მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურის მერი "ჯორჯიან მანგანეზზე": გამოსავალს ვეძებთ

5ce7fec5c22db
ლიკა გურაბანიძე
24.05.19 18:23
857
„ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვიმყოფებით. მე პირადად მაღაროელებთან ერთად ვსაუბრობ და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ვეძებთ,“ - ამის შესახებ BM.GE-ს ჭიაურის მერმა გივი მოდებაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.

„ყველას ჩაგაყენებთ საქმის კურსში. გადაწყვეტილება ერთობლივად იქნება მიღებული,“ - განაცხადა მოდებაძემ.

შეგახსენებთ, „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლების ნაწილი გაფიცულია. დასაქმებულები კომპანიისგან ხელფასების 50%-ით მატებას, დაზღვევის მომსახურების გაუმჯობესებას, ქალაქში მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილების აკრძალვას და მათი გაფიცვის კანონიერად აღიარებას მოითხოვენ.

დავის გადაწყვეტის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ დაინიშნა მედიაცია, თუმცა, გაფიცულებმა მედიატორის პროცესებში ჩართვაზე უარი განაცხადეს.

შეგახსენებთ, „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების 25%-ით გაზრდა შესთავაზა, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 50 %-იანი მატების მოთხოვნა არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა.