13.ივნისი.2019 14:00
საზოგადოება

ჭიათურაში "ჯორჯიან მაგანეზის" კუთვნილი 11 საბაგიროს მუშაობა შეჩერდა

ჭიათურაში "ჯორჯიან მაგანეზის" კუთვნილი 11 საბაგიროს მუშაობა შეჩერდა
ჯორჯიან მანგანეზის კუთვნილი სამგზავრო საბაგიროების ტექნიკური შემოწმება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. კომპანიამ შესაბამისი ინსპექტირება სერტიფიცირებულ, კვალიფიციურ ორგანიზაციას დაუკვეთა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია წლების განმავლობაში საკუთარი რესურსით ახორციელდება სამგზავრო საბაგიროების მოვლა-პატრონობას, აუცილებელ სარემონტო სამუშაოებსა და ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებებს, ექსპერტთა მიერ შედგენილმა დასკვნამ ცხადყო, რომ მოწყობილობების სიძველიდან გამომდინარე, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარულ (ვიზუალურად უხილავი) დეფექტებს (ბზარები, ცვეთა, წყვეტა და ა.შ.).

შესაბამისად, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ დამატებით ჩაატაროს ინსტრუმენტული შემოწმება (დეფექტოსკოპია), რათა სრულად შეისწავლოს ყველა ის გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს მოწყობილობების უსაფრთხო მუშაობაზე.

ამასთან, სანამ კომპანია არ დარწმუნდება, რომ სამგზავრო საბაგიროების მოწყობილობები საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, კომპანია აჩერებს თერთმეტივე სამგზავრო საბაგიროს მუშაობას. დამატებითი კვლევის ჩატარება დაახლოებით 20-25 დღეს საჭიროებს.

გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ქალაქ ჭიათურაში არსებული საბაგიროები მოსახლეობის, მათ შორის კომპანიის თანამშრომლების გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, კომპანიამ მოძებნა გზა, რომლითაც გარდამავალ პერიოდში მათი ალტერნატიული ტრანსპორტით უფასოდ უზრუნველყოფა მოხდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „ჯორჯიან მანგანეზმა" მოლაპარაკებები აწარმოა სატრანსპორტო კომპანიასთან, რომელმაც ავტომანქანები უკვე გამოყო და მომსახლეობის მოემსახურება დაიწყო. კომპანიამ, ასევე, საქმის კურსში ჩააყენა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაც და ითხოვა სამომავლო გეგმის ჩამოყალიბებისათვის სამუშაო შეხვედრის ორგანიზება.

აღსანიშნავია, რომ ჭიათურის 11 საბაგირო „ჯორჯიან მანგანეზის" საკუთრებაშია და ის წლების განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ ემსახურება.

18.ივნისი.2019 19:25
449

შესაძლოა, 14 მაისი „სამშობლოს დღედ“ გამოცხადდეს, 8 მარტი კი, უქმე აღარ იყოს

ვრცლად
18.ივნისი.2019 18:10
512

სერგეენკოს 7 წელი

ვრცლად
18.ივნისი.2019 16:22
402

ჩუღურეთის რაიონში მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

ვრცლად
18.ივნისი.2019 11:07
507

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია „Air Malta" იწყებს

ვრცლად
18.ივნისი.2019 10:26
414

საქართველოს მომხმარებელთა თითქმის ყოველი მე-6-ე ინტერნეტთავდასხმის მსხვერპლია

ვრცლად
17.ივნისი.2019 17:28
696

სეს: ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების ნორმა ზღვარს არ აღემატება

ვრცლად