მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიაბერაშვილის ინიციატივა - სებ-ს 6 წელზე ხანდაზმულ საქმეზე სანქციის დადება აღარ შეეძლება

5ce7d02534d30
შოთა ტყეშელაშვილი
24.05.19 16:30
852
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანისთვის მომზადებული ინიციატივა პარლამენტში უკვე რეგსტრირებულია. პროექტის ავტორის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ახალი წესი მიღების შემთხვევაში ეროვნულ ბანკს ცალკეული ბანკების დაჯარიმების დროს შესაბამისი დასაბუთების წარდგენა მოუწევს, სანქციის მოცულობა კი აუცილებლად თანაზომადი უნდა იყოს.

“კანონპროექტი მიზნად ისახავს რიგი პრობლემების მოგვარებას:

პირველი, დღეს, საქართველოს კანონმდებლობა უშვებს რიგ შემთხვევებს, როცდესაც ერთი და იმავე დანაშაულზე ხდება ორჯერ ან/და მეტჯერ დასჯა. ეს კი ეწინააღმდეგება სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპებს და ხშირად არ ტოვებს საშუალებას სამართლიანი მართლმსაჯულების აღვლენისას;

მეორე, ეროვნული ბანკის მიერ სანქცირებადი ქმედების აღმოჩენაზე (შესაბამისად ჯარიმის დაკისრების კუთხითაც) არ არის გაწერილი ხანდაზმულობის ვადა, რაც საშუალებას იძლევა რეგულატორის მხრიდან ბოროტად ან/დ შერჩევითად იყოს გამოყენებული უფლებამოსილება;

მესამე, საბანკო რეგულაციები არ ითვალისწინებს შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობას და შესაბამისად, სანქციის ან ჯარიმის შემცირების ან/და გათავისუფლების შესაძლებლობას. შედეგად, მარეგულირებლის ნებაც, რომ არსებობდეს და მიაჩნდეს რომ ბანკის/ადმინისტრატორის მიერ „განზრახვის“ გარეშე ან/და „შეცდომით“ განხორციელდა გარკვეული მოთხოვნების დარღვევა მარეგურირებელი ვალდებულია გამოიყენოს ბრძანებით პირდაპირ გაწერილი სანქცია,”- წერია კანოპროექტის განმარტებით ბარათში.

ინიციატივის ავტორის, ზურაბ ჭიარებაშვილის განცხადებით, კანონპროექტის განხილვის პროცესში საქართველოს საბანკო ასოციაციაც არის ჩართული.