მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩეხეთის ელჩი: "ენერგო-პრო"-ს პრობლემა უკვე მოგვარებულია

566575ae68432
BM.GE
07.12.15 15:55
1474
„ენერგო-პრო“-სპრობლემები უკვე დადებითად გადაიჭრა“, - აღნიშნულის შესახებ, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა, ტომას პერნიკიმ „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას განაცხადა. ელჩმა კონკრეტული დეტალების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ საკიტხზე მას შეხვედრები ჰქონდა, როგორც ენერგეტიკის ასევე ფინანსთა მინისტრებთან. 

"რასაკვირველია მე ენერგოპროს პრობლემების შესახებ ინფორმირებული ვარ, თუმცა აღნიშნული პრობლემები უკვე დადებითად გადაიჭრა. ამ ეტაპზე დეტალური განცხადებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ისევ და ისევ გეტყვით, რომ მე საკმაოდ პოზიტიური საუბარი მქონდა ენერგეტიკისა და ფინანსთა მინისტრებთან და როგორც გითხარით პრობლემა უკვე მოგვარებულია.

შეგახსენებთ, რომ "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს შესყიდვით რამდენიმე ინვესტორია დაინტერესებული. ამ ეტაპზე "ენერგო-პრო ჯორჯია" ამუშავებს 15 საშუალო და მცირე ზომის ჰიდროელექტრო სადგურებს საერთო ჯამური სიმძლავრით 469,25 მგვტ. "ენერგო–პრო ჯორჯია" არის "ენერგო–პრო ეი–ეს" შვილობილი კომპანია და "ენერგო–პრო ჯგუფის" სრულფასოვანი წევრი. "ენერგო–პრო ჯგუფი", თავისმხრივ, აერთიანებს ელექტროენერგიის გენერაციისა და დისტრიბუციის ობიექტებს ჩეხეთის რესპუბლიკაში, ბულგარეთში, საქართველოში და თურქეთში.