15.მაისი.2019 17:40
ეკონომიკა

„ჩემი სახლის ქურდობამდე დიდი ხნით ადრე მივიღე მინიშნება, რომ თანამდებობა უნდა დამეტოვებინა“

„ჩემი სახლის ქურდობამდე დიდი ხნით ადრე მივიღე მინიშნება, რომ თანამდებობა უნდა დამეტოვებინა“
„ჩემი სახლის ქურდობამდე დიდი ხნით ადრე მივიღე მინიშნება, რომ თანამდებობა უნდა დამეტოვებინა, ამიტომ არ მგონია, ეს მინიშნება ყოფილიყო,“ - ასე უპასუხა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ერთ-ერთი დეპუტატის შეკითხვას - იყო თუ არა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ნიშანი წყნეთში მისივე სახლის გაქურდვა.

ქობულიამ დეპუტატებს ეკონომიკის მინისტრად მისი შერჩევის ისტორიაც მოუყვა.

„მმართველ გუნდში იყო ასეთი აზრი, რომ ჩვენ რომ სიტუაცია გამოვასწოროთ, ძლიერი ტექნოკრატები გვჭირდება. ვინ არის ძლიერი ტექნოკრატი? - იფიქრეს, რომ საქართველოში არავინ ჰყავდათ და მოდით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოვიძიოთ ვინ არიან ძლიერი ტექნოკრატები.

მე ერთ-ერთი ძალიან ძლიერი და სერიოზული კომპანიის მმართველობაში ვიყავი. მოიძიეს ჩემი გვარი, წინა და ამ მთავრობისთვის მე გარკვეული პროექტები მაქვს გაკეთებული. შესაძლოა, რამდენიმე ადამიანს, ჩემს ნაცნობებს ჰკითხეს და მომიწვიეს. პრემიერთან და პარტიის ხელმძღვანელთან რამდენჯერმე ვისაუბრეთ იმაზე თუ რა პრინციპებზე ავაგებდით მუშაობას.

მაგალითად, ის, რომ ჩვენ ნეპოტიზმს ვებრძოდით და არ დავნიშნავდით არავის, ვინც არაღირსეული იქნებოდა, რომ ჩვენ ისეთ ხელშეკრულებას არ მოვაწერდით ხელს, რომელიც კერძო ბიზნესმენების ინტერესებში იქნებოდა, ეს იყო ჩვენი ძირითადი შეთანხმება“, - განაცხადა ქობულიამ.

ცნობისთვის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია დღეს პარლამენტის კინოდარბაზში დეპუტატების წერილობითი მიწვევის საფუძველზე მივიდა, სადაც მან ეკონომიკური ხედვები წარადგინა და ეკონომიკის მინისტრობის 8-თვიანი პერიოდი შეაჯამა.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე

27.მაისი.2019 09:00
54

დღეს, პარლამენტში, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი სტუდენტებს შეხვდება

ვრცლად
26.მაისი.2019 22:03
113

გაფიცულ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

ვრცლად
26.მაისი.2019 21:10
318

რას გულისხმობს ქუთაისის ბრენდინგი? – გეგმები იმერეთში

ვრცლად
26.მაისი.2019 20:00
189

რევაზ ვაშაკიძე: სოფლის მეურნეობაში უნდა შეიქმნას ფუნდამენტი – ხორბალი და მარცვლეული

ვრცლად
26.მაისი.2019 19:40
661

თორნიკე რიჟვაძე: წლის ბოლომდე გადაწყდება, ბათუმში აეროპორტი გაფართოვდება, თუ ახალი აშენდება

ვრცლად
26.მაისი.2019 19:15
169

რა სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს

ვრცლად