12.ივნისი.2019 11:43
ეკონომიკა

ჩაუდგება თუ არა მთავრობა "ანაკლიის კონსორციუმს" ტვირთბრუნვის გარანტორად?-ცქიტიშვილის განმარტება

ჩაუდგება თუ არა მთავრობა "ანაკლიის კონსორციუმს" ტვირთბრუნვის გარანტორად?-ცქიტიშვილის განმარტება
მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსს“ ფინანსური დახურვისთვის დრო 6 თვით გაუხანგრძლივა. ვადების გახანგრძლივება საჭირო გახდა, რადგანაც ამ დრომდე ანაკლიის პორტის პარტნიორი 4 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი და მთავრობა ვერ შეთანხმდნენ. დრო ფინანსური დახურვისთვის კონსორციუმსს 15 ივნისამდე ჰქონდა.

კვლავ ღია რჩება საკითხი, შეიცვლის თუ არა სახელმწიფო პოზიციას და ჩაუდგება თუ არა კონსორციუმსს ტვირთბრუვის დაზღვევის გარანტორად, რაც მათი პარტნიორო ფინანსური ინსტიტუტების მთავარი მოთხოვნაა.

„მთავრობამ თავიდანვე განაცხადა თავისი პოზიცია, რომ ჩვენთვის ყველაზე რთული იქნებოდა ინვესტორის კომერციული რისკების სახელმწიფოს სახელზე აღება. შესაბამისად ჩვენ ეს პოზიცია თავიდანვე განვაცხადეთ. ბოლო შეხვედრაზეც გვქონდა საშუალება ამაზე საუბრის, სადაც ჩვენც ვთხოვეთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს და ინვესტორს, რომ სხვა შესაძლო ინსტუმენტები გამოეყენებინათ. ამისთვის არის ხელმისაწვდომი სხვადახვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, მათ შორის განიხილება ევროკავშირის შესაძლო დახმარება ამ პროცესში და ა.შ

ეს არის უკვე ის მხარე, სადაც მთავრობა თავიდანვე თქვა, რომ მთავრობა ვერ იქნება უფლებამოსილიც კი. ეს არ არის მარტო ჩვენი სურვილი, არამედ ეს არის ბუნებრივი განაწილება კერძო სექტორსა და სახელმწიფოს თანამშრომლობა, სადაც კერძო სექტორი იღებს თავის რისკებს საკუთარ თავზე, სახელმწიფო კი ეხმარება ყველა დანარჩენში.

მათ შორის ჩვენ გავიზიარეთ, ბანკების სურვილი, რომ ჩვენ გაგვეზარდა ჩვენი მონაწილოება პოლიტიკურ რისკებში, ფორსმაჟორში და ა.შ ანუ იქ, სადაც ინვესტორის კომერციულ რისკებს ეხება საქმე მთავრობა უფრო ჩაერთვება ანუ უფრო დაიცავს ინვესტორს შესაძლო ზიანისგან, მაგრამ კომერციული რისკების ანაზღაურება ბუნებრივია ინვესტორის მხარეს არის. ამაზე ბანკები და ინვესტორი უნდა შეთანხმდნენ“-განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

25.აგვისტო.2019 17:40
553

მიხელ ხიდურელს სურს, რომ ჰოლივუდმა "ვეფხისტყაოსანი" გადაიღოს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 17:15
298

ვინ დაინტერესდება "რადიოქალაქის" პროექტით, 30 აგვისტოს გაირკვევა

ვრცლად
25.აგვისტო.2019 16:05
489

"ჰაიდელბერგცემენტი" ბეტონის ქარხნების აშენებას საქართველოს მასშტაბით გეგმავს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 14:20
207

რომელი ქვეყნებიდან შემოდის ინვესტიციები ენერგეტიკაში

ვრცლად
25.აგვისტო.2019 13:50
119

ჩეხეთში ჩაი "მანნას" სარეკლამო ბანერები გამოჩნდა

ვრცლად
25.აგვისტო.2019 12:30
100

თორნიკე რიჟვაძე: ყველაფერს გავაკეთებთ საცხოვრებლისა და მიწის დაკანონების პრობლემების გადასაჭრელად

ვრცლად