მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩარტერული რეისების სუბსიდირების საკითხი ისევ განხილვის ეტაპზეა

5d34448d18f7b
დავით ჯალაღონია
21.07.19 17:50
1152
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, მთავრობა ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად რამდენიმე გეგმას განიხილავს, მათ შორის ჩარტერული რეისების დაფინანსებას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის კომენტირებისას განუცხადა.

"ზოგადად, ტურისტული სექტორის მხარდაჭერა, მისი დივერსიფიცირება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო კონკრეტულ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელშიც ჩვენც ჩართულები ვართ. აქ ბევრი ღონისძიება განიხილება, მათ შორის ის მიმართულება, რომელიც თქვით. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. ეს საკმაოდ მოკლევადიანი პროცესია და არ უნდა გაიწელოს, რადგან ჩვენ გვესმის, რომ აღნიშნული სექტორის მხარდაჭერა მისი დივერსიფიცირების კუთხით საკმაოდ საჩქარო და პრიორიტეტული ამოცანაა. ჩვენი მხარდაჭერა ორიენტირებული იქნება იმ ქმედებაზე, რომელიც მაქსიმალურად ხარჯეფექტიანია. ამას ანალიზი გვაჩვენებს", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ გასული თვის ბოლოს ჩარტერული რეისების დაფინანსებასთან დაკავშირებით, ტურიზმის დარგის წარმომადგენლების ერთ–ერთ შეხვედრაზე, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას მზაობა აქვს და სწორედ კერძო სექტორისგან ელოდება იმ ათი ქალაქის ჩამონათვალს, სადაც რეისებს დააფინანსებს.