23.თებერვალი.2016 15:57
ეკონომიკა

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის მსურველებზე სახელმწიფო პლანტაციებს იჯარით გასცემს

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის მსურველებზე სახელმწიფო პლანტაციებს იჯარით გასცემს
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა - "ქართული ჩაი" დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის საგენტოს დირექტორის მოადგილე, მამუკა კვარაცხელია გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" აცხადებს, რომ საქართველოში ჩაის ბევრი პლანტაცია მდებარეობს, რომელიც დღეს მოუვლელია. როგორც კვარაცხელია აცხადებს, პროექტის მიზანს ბიზნეს სექტორის დარგით დაინტერესება წარმოადგენს.
 
"ჩვენი სააგენტო სხვადასხვა ტიპის პროგრამებს ახორციელებს. მაგალითად, "შეღავათიანი აგროკრედიტის", "აგროდაზღვევის" პროგრამები. ისინი სოფლის მეურნეობის სრულ სპექტრს მოიცავენ. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა სპეციალიზირებული პროგრამაა. მსგავსი სპეციალიზებული პროგრამები ასევე გაგვაჩნია გადამამუშავებელი საწარმოებისა და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების, მრავალწლოვანი ბაღების გაშენების მიმართულებებით, იგივე “დანერგე მომავალი", რომელიც საკმაოდ ცნობილია. სწორედ ასეთ პროგრამებს განეკუთვნება ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამაც. საქართველოში წლების განმავლობაში არსებობდა და ახლაც არის ჩაის პლანტაციები, რომელიც მოუვლელია. მათი ნაწილი კი გაველურებულია და ფოთოლსაკრებ მდგომარეობაში არ იმყოფება. ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ტიპი შემთხვევაში, ჩვენ იმ ინსტრუმენტებს ვქმნით, რითაც შეიძლება დავაინტერესოთ ბიზნეს ოპერატორები, რომ მათ ამ დარგის მიმართულებით მეტი ინტერესი გაუჩნდეთ", - აღნიშნავს კვარაცხელია.

პროგრამა რამდენიმე ეტაპისგან შედგება, დაინტერესებულ პირებს პლანტაციების აღება იჯარით 25 წლის ვადით შეუძლიათ.

"პროგრამა მყისიერ შედეგებზე ცალსახად არ არის გათვლილი. იმიტომ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ მყისიერი შედეგები ფიზიკურად ვერ დადგება. პირველი ეტაპი, რომელიც წელს დავიწყეთ უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებას მოიცავს.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია, როგორც სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი პლანტაციების რეაბილიტაცია, ასევე კერძო საკუთრებაში მყოფი პლანტაციების რეაბილიტაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოდან იჯარით მიღებული პლანტაციების რეაბილიტაციის შემთხვევაში, დაინტერესებული პირები ამ პლანტაციებს სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად მიიღებენ. იჯარის ღირებულება 50 ლარს შეადგენს, ასევე იჯარის ხანგრძლივობა 25 წელიწადს შეადგენს. სხვადასხვა პირობებია გათვალისწინებული, როგორც კომპანიების შემთხვევაში, ასევე სპეციალური პირობებია გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეტად ხელშეწყობის მიზნით. სარეაბილიტაციო სამუშაოების 60 პროცენტიდან 90 პროცენტამდე დაფინანსდება. შემდგომ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის იმ პირველადი გადამამუშავებელი საწარმო მანქანა-დანადგარების გადაცემა და ტექნიკური დახმარებაა გათვალისწინებული, რადგან რეაბილიტირებულ პლანტაციებზე ჩაი სწორი ტექნოლოგიებით დამუშავდეს და მისი პოტენციალი სრულად იყოს გამოყენებული", - ამბობს მამუკა კვარაცხელია.

20.ივლისი.2019 20:00
109

“ქართულ ღვინოზე შვეიცარიაში მოთხოვნა იზრდება” - გიორგი ალადაშვილი

ვრცლად
20.ივლისი.2019 19:39
479

1,6 მილიონი ლარის ინვესტიცია და ახალი სასტუმროს ხაშმში

ვრცლად
20.ივლისი.2019 18:24
176

"თელავის ღვინის მარანი": "რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია"

ვრცლად
20.ივლისი.2019 17:30
410

„კრისტალის“ დამფუძნებელი საქართველოდან ინვესტიციების გადინების საფრთხეს ხედავს

ვრცლად
20.ივლისი.2019 16:33
258

"ნავთობიმპორტიორთა კავშირი": "საწვავის კომპანიები მიმდინარე ეტაპზე ზარალზეც გადიან"

ვრცლად
20.ივლისი.2019 16:20
155

LSE-ზე "Georgia Capital"-ის ნახევარ მილიონამდე აქცია გასხვისდა - კვირის მიმოხილვა

ვრცლად