მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაერთე GWP-ის SMS სერვისში და იყავი ინფორმირებული

5ce3b9faa98a7
BM.GE
21.05.19 12:41
568
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა SMS სერვისზე გამარტივებული რეგისტრაცია დანერგა: სერვისში ჩასართავად მომხმარებელი მობილური ტელეფონიდან 90111-ზე აბონენტის ნომერს აგზავნის და მომენტალურად რეგისტრირდება.

ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. 

gwp-ის SMS სერვისში ჩართული აბონენტები მუდმივად ინფორმირებულები არიან კომპანიის ტექნიკური სამუშაოების შესახებ.

გარდა ამისა, SMS სერვისში ჩართულ აბონენტებს შეუძლიათ ელექტრონული ქვითრის მიღება, სერვისზე რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომრის ან ელ.ფოსტის შეცვლა და დამატებით სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოთხოვნა.

კომპანიამ SMS სერვისში ჩართვის ანალოგიური ფორმა რუსთავის წყლისა და მცხეთის წყლის აბონენტებისთვისაც დანერგა.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ფეისბუქის, ვებგვერდის - www.gwp.ge და ცხელი ხაზის - 2 93 11 11 მეშვეობით. (NS)