მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკო: 17:00 საათის მონაცემებით, მთაწმინდაზე ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობაა

5ce170d6aaab0
BM.GE
19.05.19 18:59
775
17:00 საათის მონაცემებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა ისევ ყველაზე დაბალია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდაზე საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა 26,6% - მა დააფიქსირა, რაც რაოდენობრივად არის 11 669 ამომრჩეველი.
როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, 2016 წლის საქართველოს პარლამენტის მეორე ტურის არჩევნებზე, ამავე საათის მონაცემებით, მაშინ ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 31,1%.

ყველაზე მეტი აქტიურობით კვლავ საგარეჯო გამოირჩევა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 67,8%-მა, რაც რაოდენობრივად არის 309 ამომრჩეველი.

საგარეჯოს შემდეგ აქტივობით გამოირჩევა ხულო - 49,5% (11 931 ამომრჩეველი).

რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგნაირად განაწილდა:

ახმეტა - 44,1% (538 ამომრჩეველი), მარნეული - 27,2% (27 098 ამომრჩეველი), ადიგენი - 45,8% (515 ამომრჩეველი), ზესტაფონი - 37% (20 325 ამომრჩეველი), ჭიათურა - 37% (15 890 ამომრჩეველი), ტყიბული - 33,9% (1208 ამომრჩეველი), წყალტუბო - 40,9% (1724 ამომრჩეველი), ოზურგეთი - 37,4% (1902 ამომრჩეველი), ზუგდიდი - 38,6% (46 702 ამომრჩეველი).

წყარო: IPN