18.აპრილი.2016 15:10
საზოგადოება

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ათწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ათწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს მთავრობასა და კომპანია "გილეადს" შორის ათწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ და კომპანია "გილეადის" ვიცე-პრეზიდენტმა, გრეგ ალტონმა მოაწერეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გრძელვადიანი ხელშეკრულება კომპანიის მხრიდან C ჰეპატიტის ვირუსის სრულ ელიმინაციამდე მედიკამენტით უწყვეტ უზრუნველყოფას გულისხმობს.

ხელმოწერის ცერემონიას კომპანია „გილეადის“გენერალური დირექტორი ჯონ მარტინი, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლები, ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

20.ივლისი.2019 20:37
86

კალაძე: ტყუილია, თითქოს დიღმის ტყე-პარკში კორპუსების მშენებლობაზე გავეცით ნებართვა

ვრცლად
20.ივლისი.2019 19:20
132

შსს-ს მონაცემთა ბაზას უცხოელებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის მიზეზებიც დაემატება

ვრცლად
20.ივლისი.2019 15:10
1085

მიზეზები, რის გამოც შსს ინდოელ ვიზიტორებს საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნება

ვრცლად
20.ივლისი.2019 12:40
213

ბანაკები და სალაშქრო ტურები - საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

ვრცლად
19.ივლისი.2019 22:22
969

"რუსთავი 2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის 3 მოთხოვნა ხალვაშთან

ვრცლად
19.ივლისი.2019 21:24
551

საგარეოს ინდოეთში საქართველოს ვიზების გაცემაში VFS Global-ი დაეხმარება

ვრცლად