03.მაისი .2016 16:43

ბრიტანული HSBC-ის შემოსავლები 20%-ით შემცირდა

views 995
უკან

ბრიტანული საბანკო ჯგუფის HSBC-ის შემოსავალი 2016 წლის პირველ კვარტალში წლიურ ჭრილში 20%-ით შემცირდა 4,535 მილირდ დოლარამდე - ამის შესახებ საკრედიტო ორგანიზაცია ავრცელებს ინფორმაციას. აქციონერების შემოსავლის კლება 18,2%-იანი იყო 4,3 მილიარდ დოლარამდე.

ოპერაციული შემოსავალი შემცირდა 410,7%-ით 17,95 მილიარდ დოლარამდე. წლის დასაწყისთან შედარებით ბანკის მოცულობა 7,7%ით გაიზარდა 2,595 ტრილიონ დოლარამდე.